ახალი ამბები

ნოტრ-დამის კოშკის აღსადგენად არქიტექტორების პროექტების მიღებას აპირებენ – BBC

17 აპრილი, 2019 • 982
ნოტრ-დამის კოშკის აღსადგენად არქიტექტორების პროექტების მიღებას აპირებენ – BBC

ნოტრ-დამის კოშკურის აღსადგენად საფრანგეთი აპირებს, რომ არქიტექტორების პროექტების მიღება დაიწყოს. BBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთი აღნიშნული პროექტის ფარგლებში საპროექტო განაცხადებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან მიიღებს.

საფრანგეთის პრემიერის, ედუარდ ფილიპის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ “ახალი კოშკურა ადაპტირებული იქნება ჩვენი ეპოქის ტექნიკასა და გამოწვევებთან”. კოშკურა, რომელიც პარიზის ღვთისმშობლის ხანძრის დროს სრულიად განადგურდა, უკანასკნელად მე-19 საუკუნეში აღადგინეს.

ხანძრის შემდეგ შენობის ძირითადი სტრუქტურა გადარჩა. შენობიდან მეხანძრეებმა უვნებლად გამოიტანეს რელიქვიათა ნაწილი, თუმცა ხანძარს ტაძრის ინტერიერის ნაწილი, მათ შორის, რამდენიმე ვიტრაჟი ვერ გადაურდა. BBC წერს, რომ ამ დროისთვის ტაძრის აღსადგენად საფრანგეთს შეწირულობის სახით 800 მლნ ევროზე მეტი გადაეცა.


პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს, შუადღისას გაჩნდა. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. ასობით მეხანძრე რამდენიმე საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ებრძოდა ცეცხლს, რომელიც 850 წლის წინათ აგებულ, ისტორიულად უმნიშვნელოვანეს ტაძარს მოედო და მისი ცნობილი სამრეკლოც შეიწირა – კონსტრუქციის ჩამოქცევის კადრები პირდაპირ ეთერში იხილა მსოფლიომ.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძრის მშენებლობა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, 1163 წელს დაიწყო და საბოლოოდ 200 წლის შემდეგ, მე-14 საუკუნეში დასრულდა. ტაძარს განსაკუთრებული პოპულარობა ვიქტორ ჰიუგოს რომანმა მოუტანა. ის გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაგებობად ითვლება. ყოველწიურად ღვითსმშობლის ტაძარს 13 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი