ახალი ამბებისამართალი

მე ვარ [სასამართლოს] ლიდერი – ლევან მურუსიძე

16 აპრილი, 2019 • 3239
მე ვარ [სასამართლოს] ლიდერი – ლევან მურუსიძე

მე ვარ ლიდერი, მაგრამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას იზიარებს ის მოსამართლე, რომელიც იღებს ამ გადაწყვეტილებას და აწერს ხელს,” – ეს განცხაება უვადოდ დანიშნულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა.

“მე ვარ ლიდერი, რომ ვიცავ სასამართლოს, რომ მოსამართლეს არავინ ჩაერიოს და, შესაბამისად, მათ მიეცეთ ყველა ის საშაულება, რომ მათ დამოუკდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები. მე ვიცავ სასამართლო სისტემას გარე შეტევებისაგან, უზრუნველვყოფ მის დამოუკიდებლობას, მაგრამ კონკრეტულ საქმეზე პასუხისმგებელი არის ის მოსამართლე, რომელიც აწერს ხელს. ეს ბუნებრივია.

ჩემი მოვალეობა არ არის, კონკრეტულ საქმეში ჩავერიო. არც მაქვს მაგის უფლება. ეს თუ გავაკეთე, იქნება სისხლის სამართლის დანაშაული. თუ ეს იქნება და დადასტურდება, რომ ლევან მურუსიძეს როდესმე რაიმე საქმეში რაიმე გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, თქვენ თამამად შეგიძლიათ დამადანაშაულოთ, რომ მე ჩავიდინე სისხლის სამართლის დანაშაული”, – ამბობს მურუსიძე.

ლევან მურუსიძის განცახადებით, მისი მოვალეობაა მოსამართლის დაცვა გარე შეტევებისაგან და ისეთი გარემოს შექმნა, რომ მოსამართლემ დამოუკიდებლად მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც მას სწორად მიაჩნია.

რატომ არ გავასაჩივრე გირგვლიანის I ინსტანციის განაჩენი სააპელაციოში – შალვა შავგულიძე

2018 წლის 27 დეკემბერს ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ უვადოდ განწესდა. შესაბამისი გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობამ – 11-მა მათგანმა მიიღო. უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ლევან მურუსიძე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ 2015 წლის დეკემბერში აირჩიეს.

მას, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რომლის ძალითაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.

მურუსიძე ასევე იყო სულხან მოლაშვილისა და სხვა გახმაურებული საქმეების მოსამართლეც. მის საქმიანობაზე იხილეთ სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიება:

მასალების გადაბეჭდვის წესი