ახალი ამბები

“ვრჩები დამოუკიდებელ დეპუტატად” – ნარჩემაშვილმა უმრავლესობა დატოვა

11 მარტი, 2019 • 1121
“ვრჩები დამოუკიდებელ დეპუტატად” – ნარჩემაშვილმა უმრავლესობა დატოვა

კობა ნარჩემაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ფრაქცია “ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატების” წევრი იყო, რომელიც მისი გასვლის შემდეგ დაიშალა.

მისი თქმით, ჯერჯერობით არ აპირებს არცერთ ძალასთან გაერთიანებას და დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს პარლამენტში საქმიანობას.

როგორც უმრავლესობის უკვე ყოფილი წევრი ამბობს, მოსახლეობა დღეს ითხოვს საჭიროებებზე ორიენტირებულ პოლიტიკას.

მანამდე ფრაქცია დატოვეს ბექა ნაცვლიშვილმა, გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა. ფრაქციაში მყოფი კიდევ ორი დეპუტატი, სულხან მახათაძე და რომან მუჩიაშვილი კი ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანდნენ.

კობა ნარჩემაშვილამდე ფრაქცია “ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატები” ბექა ნაცვლიშვილმა, გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა დატოვეს. ამავე ფრაქციაში მყოფი კიდევ ორი დეპუტატი, სულხან მახათაძე და რომან მუჩიაშვილი ფრაქცია “ქართულ ოცნებას” შეუერთდნენ.

  • კობა ნარჩემაშვილი 8 დეპუტატთან ერთად თანაავტორი იყო კანონპროექტის, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე გადადებას ითვალისწინებს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ ის ჩააგდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი