ახალი ამბებირეკლამა

Toyota – ყველაზე მოთხოვნადი ბრენდი საქართველოში

7 მარტი, 2019 • 2890
Toyota – ყველაზე მოთხოვნადი ბრენდი საქართველოში

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებიაქტი რა. ეს რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული. ახლა სწორედ ამ მიზეზებზე ვისაუბრებთ.

ტოიოტას ჰიბრიდები

1993 წელს „ტოიოტამ“ საკუთარ თავს გამორჩეულად რთული ამოცანა დაუსახა. გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევების გამო, კომპანიამ  ისეთი ავტომობილის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც ორჯერ ნაკლებ საწვავს მოიხმარდა და ნაკლები გამონაბოლქვი ექნებოდა. ასე გადაწყდა შიდაწვის ძრავისა და ელექტროძრავის ჰიბრიდული სისტემის შემუშავება და  1997 წლის დეკემბერში, „ტოიოტამ“ თავისი ინოვაციური ჰიბრიდული ავტომობილი მსოფლიოს ახალი მოდელის, პრიუსის სახით წარუდგინა. ამით ავტომობილის მართვის ძველი სტილი წარსულს ჩაბარდა.

როგორც ჰიბრიდული ტექნოლოგიების პიონერი და ლიდერი, ბოლო 20 წლის განმავლობაში „ტოიოტა“ სრულყოფილებამდე ხვეწდა თავის ინოვაციურ, თვითდამუხტვად ჰიბრიდულ ავტომობილებს. ამის შედეგად, დღეს „ტოიოტას“ გააჩნია მოდური, მოქნილი და ეფექტური ჰიბრიდული მოდელების უპრეცედენტო ასორტიმენტი, რომელიც ცხოვრების ნებისმიერ სტილს მოერგება. ამ დროის განმავლობაში, „ტოიოტამ“ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ეფექტურობაში, საიმედოობასა და სიმძლავრეში. დღეისათვის „ტოიოტას“ მსოფლიო საავტომობილო ბაზრის 35 % უჭირავს. ეს წარმატება დროსა და სივრცეში შემდეგნაირად გამოიხატება – ყოველ 30 წამში 1 ტოიოტა იყიდება.

და მაინც,  რატომ არის „ტოიოტას“ ჰიბრიდები ასე გამორჩეული?

ჰიბრიდთან ერთად ცხოვრება უფრო მარტივია

ჰიბრიდი ადვილი სამართავია. ტოიოტას  თვითდამუხტვადი ჰიბრიდული სისტემა საკუთარ თავს აკონტროლებს და შეუმჩნევლად ირჩევს უხმაურო ელექტროძრავას, მოქნილ ბენზინის ძრავას, ან ორივეს, იმ სიტუაციაში, როდესაც თქვენ სიმძლავრის ბიძგი გჭირდებათ. არავითარი ბერკეტები, ღილაკები და გადამრთველები.

გონივრული სიმძლავრე, განურჩევლად იმისა, თუ სად მიბრძანდებით.

ჰიბრიდი ნაკლებ საწვავს მოიხმარს

მოკლე მანძილზე დაბალსიჩქარიანი მგზავრობისას ჰიბრიდები საერთოდ არ მოიხმარენ საწვავს. ამის მიზეზი ისაა, რომ ისინი ხშირად მხოლოდ ელექტროძრავისა და ჰიბრიდული ბატარეის მეშვეობით გადაადგილდებიან.

ვინაიდან „ტოიოტას“ ყველა ჰიბრიდი თვითდამუხტვადია,  დამუხრუჭებისას ან დაღმართზე ინერციით მოძრაობისას წარმოქმნილი ელექტროენერგიით ბატარეა იმუხტება. ეს საგრძნობლად ზრდის იმ მანძილს, რომლის გავლასაც თქვენ მხოლოდ ელექტროძრავის მეშვეობით შეძლებთ, რაც თქვენს მგზავრობას უფრო ეკონომიურს ხდის. აი მაგალითისთვის,  ქალაქში გადაადგილებისას, ენერგიის თითქმის ნახევარს ელექტრო ძრავი დამოუკიდებლად გამოიმუშავებს. ამ დროს ავტომობილი საერთოდ არ მოიხმარს ბენზინს.  ამის შედეგად, 100 კილომეტრზე საწვავის მოხმარება სულ რაღაც 3.4 ლიტრს შეადგენს.

სიმშვიდე, რომელიც მუდამ თქვენთან არის

„ტოიოტას“ ჰიბრიდებში გამოყენებული ბატარეების ინოვაციური ტექნოლოგია შექმნილია იმისთვის, რომ მათ ავტომობილის ექსპლუატაციის სრული პერიოდში შეძლონ მუშაობა. ვინაიდან „ტოიოტას“ ჰიბრიდის ბატარეა თვითდამუხტვადია, ის არასდროს საჭიროებს გარეშე წყაროდან დამუხტვას.

ტოიოტას 2019 წლის მოდელები – შექმნილია შთაბეჭდილების მოსახდენად

გასულ კვირას ტოიოტამ სამხრეთკავკასიელი ჟურნალისტებისთვის რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ახალი თაობის RAV4-ისა და Corolla-ს პრეზენტაცია, ასევე “ტესტდრაივი” გამართა.  ტექნიკური შესაძლებლობების გაზრდის გარდა, ავტომობილებში შეცვლილია ინტერიერი და ექსტერიერი. ახალი თაობის ავტომობილები ტოიოტას ინოვაციური სულისკვეთებას სრულყოფილად წარმოაჩენენ.

ტოიოტა კოროლა – სტანდარტად ქცეული წარმატება

1966 წლიდან დღემდე, მსოფლიოს მასშტაბით 46 მილიონზე მეტი „ტოიოტა“ კოროლა გაიყიდა. წელს „ტოიოტამ“ მსოფლიოს ამ ლეგენდარული სედანის მე-12 თაობა წარუდგინა. ახალი და გაუმჯობესებული 1.6-ლიტრიანი ბენზინის ძრავის გარდა, ახალი კოროლა პირველად იქნება აღჭურვილი 1.8-ლიტრიანი თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ძრავით.

ახალი კოროლა არის ავტომობილი, რომელსაც ადამიანის ნებისმიერ ადგილას კომფორტულად და ელეგანტურად გადაყვანა შეუძლია.

1.8-ლიტრიანი ჰიბრიდული ძრავა ქალაქის პირობებში სხარტი და მოქნილია. ამ ძრავით აღჭურვილი ავტომობილით მშვიდად და შეუფერხებლად მგზავრობთ. ახალი კოროლა ძალიან ეკონომიურია, ის  100 კილომეტრის გასავლელად 3.4 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

ტოიოტას უსაფრთხოების სისტემის (TSS) მეშვეობით ახალი კოროლა კიდევ უფრო უსაფრთხოა. სისტემა ავტომობილის მართვას ადვილებს, ხოლო თქვენი და თქვენი თანამგზავრების უსაფრთხოება იზრდება. მისი უსაფრთხოების აქტიური სისტემები წარმოადგენენ შეჯახების თავიდან აცილების თუ მომხდარი ავარიის მიერ გამოწვეული ზიანის შემცირების ეფექტურ საშუალებას. უსაფრთხოების სისტემა აფრთხილებს მძღოლს, ამზადებს შესაბამის სისტემებს ოპტიმალური მუშაობისათვის და, საჭიროებისამებრ, რთავს ავტომატური დამუხრუჭების თუ მართვის დამხმარე რეჟიმებს.

Toyota Rav-4 – არანაირი კომპრომისი

მეხუთე თაობის Rav-4  დაბალი სიმძიმის ცენტრისა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სიხისტის მქონე კორპუსის გამო,  პირდაპირ მიანიშნებს ახალ ერაზე საავტომობილო ტექნოლოგიებში. უკეთესი მართვადობის, კომფორტული მგზავრობის, ტევადი ინტერიერისა და თავის კლასში წამყვანი საბარგულის მოცულობის  გარდა, ამ მოდელს გააჩნია იმის თავისუფლება, რომ ძლიერი, დაბალ სახურავიანი თვალისმომჭრელი დიზაინის ფონზე, უჩვეულოდ მაღალი ძარით მოიწონოს თავი. რაც შეეხება სალონს, იგი თავიდან ბოლომდე უმაღლესი ხარისხის მასალებითაა არის შექმნილი.

ახალი 2.0-იანი ბენზინის ძრავის გარდა,  რავ 4 ერთადერთია თავის კლასში, რომელიც მყიდველებს თვითდატენვად, ჰიბრიდულ მოდელს სთავაზობს.

Rav-4 Hybrid-ს 2.5 ჰიბრიდული ძრავი აქვს. სრული დატვირთვით მოძრაობისას მას 222 ცხენის ძალა აქვს და თავის კლასში საწვავს ყველაზე ეკონომიურად მოიხმარს – 4.4 ლიტრი  100 კილომეტრზე. ამავე დროს, სრულიად განახლდა მართვის სისტემა, რითაც ამ მოდელის უგზოობაში მართვის შესაძლებლობა მკვეთრად გაუმჯობესდა.

ავტომობილის უსაფრთხოების სისტემაში ინტეგრირებულია თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც მძღოლს ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილებასა და უსაფრთხო მართვაში უწყობს ხელს. 

Rav-4  მყიდველს ახალ სამყაროში ეპატიჟება.  17-დუიმიანი მსუბუქი ლითონის დისკები, პანორამული ლუქი, სახურავის სამაგრები, LED ფარები, შვიდ-დუიმიანი მონიტორი და 4.2 დუიმიანი მულტი-ინფორმაციული მონიტორი ყველა სტანდარტულ მოდელს ექნება.

„ტოიოტას“ მიერ პირველად დანერგილი ციფრულ უკანა ხედვის სარკის წყალობით, ახალი Rav 4 სთავაზობს მძღოლებს გაუმჯობესებულ მხედველობის არეალს. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ჩვეულებრივი უკანა ხედვის სარკის, აგრეთვე როგორც ციფრული მონიტორის საშუალებით- რომელსაც ხედვის გაცილებით ფართო სპექტრი გააჩნია.

„დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი მძღოლები დაუყოვნებლივ შეიყვარებენ ლეგენდარული მოდელების ახალ ვერსიებს,  ახალი მოდური დიზაინის, კომფორტისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით. კიდევ ერთი კარგი სიახლეა ის, რომ ორივე მოდელისთვის არსებობს ჰიბრიდული ვერსია, რომელიც ასე პოპულარული და მოთხოვნადია ქართულ ბაზარზე,” – ამბობს „ტოიოტა“ კავკასიის დირექტორი მიცურუ კონიში.

გახადეთ ცხოვრება უფრო კომფორტული და სასიამოვნო. შეიძინეთ „ტოიოტას“ ავტომობილები კომპანიის ოფიციალურ დილერებთან საქართველოში: „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ და „ტოიოტას ცენტრი თეგეტა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი