ახალი ამბები

ანონსი – 1 სექტემბერი

31 აგვისტო, 2014 • • 1638
ანონსი – 1 სექტემბერი

09.00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ლიდერთა კონფერენციას დაესწრება.

 

10:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი კულტურის პოლიტიკის ესტონელ ექსპერტ რაგნარ სიილს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელ ოლივერ რაისნერსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ჯგუფისხელმძღვანელ ლუჩიანო გლორის უმასპინძლებენ.

 

10:30 საათზე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გიორგი ვაშაძე გამართავს.

 

თემა: უკრაინაში განვითარებული მოვლენები და სააკაშვილზე  ძებნის გამოცხადება.

 

11:30 საათზე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში,  პრესკონფერენციას  დეპუტატი გიორგი ვოლსკი გამართავს.

 

თემა: სააკაშვილზე ძებნის გამოცხადება და უკრაინაში განვითარებული მოვლენების შეფასება.

 

12:00 საათზე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრის წაემომადგენელი ნათია ქოქოსაძე გამართავს.

თემა: კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის გამოცხადებულ ტენდერში არსებული დარღვევები.

 

12:00 საათზე, აგროდაზღვევის პროგრამასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და სადაზღვევო კომპანიებს შორის   ურთიერთთანამშრომრლობის მემორანდუმი გაფორმდება.
 
 
მისამართი: დიღომი, ახმეტელის 10 ა. კინოსტუდიის ტერიტორია

 

13:00 სთ. – ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი სცენარისტს, სსიპ თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელ რევაზ გაბრიაძეს შეხვდება მისი სახელობის თეატრის დათვალიერება;

 

13:30 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე პრესკონფერენციას გამართავს.

 

თემა: უკრაინაში განვითარებული მოვლენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. 

 

14:00 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

  

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

 

14:10 სთ. – ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს და ქართული წიგნის  ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს მედეა მეტრეველს შეხვდება. 

 

14:40 სთ. – ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი ჟურნალისტებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შეხვდება;

 

15:00 საათზე,  თბილისის იუსტიციის სახლში სოციალური რეკლამის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის საჯარო განხილვა გაიმართა. განხილვას  იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე გაუძღვება. 

 

15:15 სთ. –  ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსიქართველ გამომცემლებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შეხვდება;

 

16:30 სთ. – ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი საქართველოს ეროვნული მუზეუმის, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმს მოინახულებს და  ეროვნული მუზეუმის დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს შეხვდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი