ახალი ამბები

1 სექტემბრიდან 4000-ზე მეტი დასახელების წამალი რეცეპტით გაიყიდება

31 აგვისტო, 2014 • • 3142
1 სექტემბრიდან 4000-ზე მეტი დასახელების წამალი რეცეპტით გაიყიდება

“საქართველოს არც ერთ მოქალაქეს ამ ცვლილებებით არ შეექმნება დაბრკოლება, თუ ისინი მიყვებიან იმ მარტივ წესებს რასაც ჩვენ ვაცხადებთ. რაც შეეხება ბოლო ორი კვირის მღელვარებას, ეს რიგი ფაქტორების გარდა გამოწვია ზოგიერთი ფარმაკომპანიის მიერ არაკეთილსინდისიერმა ქცევამ და მოსახლეობის პანიკაში შეყვანამ, როდესაც ყოვლად გაუმართლებელი რიგი და მარაგების შექმნა მიმდინარეობს. ცალსახად ვადასტურებთ, რომ ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს”,- განაცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც მან აზოგადოებისათვის ცნობილ ექიმებთან, ჟურნალისტებთან, სამედიცინო ასოციაციების წარმომადგენლებთან და ბლოგერებთან შეხვედრა გამართა. 

 

რიგი აფთიაქში
რიგი აფთიაქში

 

კომპანიების მიერ სმს-ების გაგზავნა მინისტრი 14 აგვისტოს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზეც გამოეხმაურა: 

 

“უმრავლეს შემთხვევაში ეს იყო პარტნიორული გაფრთხილება, რომ პირველ სექტემბერს პრეპარატების მეორე ჯგუფის გაცემა დაიწყება რეცეპტებით, თუმცა, სამწუხაროდ, და მე ვფიქრობ, რომ ეს გამონაკლისი შემთხვევებია, რაზეც შესაბამისი კომპანიების ხელმძღვანელები იზრუნებენ, იყო მოწოდებები მოკლე ტექსტური შეტყობინებების შინაარსში, მოუწოდებდნენ მოსახლეოაბს, რომ მედიკამენტების მარაგები გაეკეთებინათ. რაც ყველას გვესმის, რომ არათუ ამის საჭიროება არ არის, ასევე გარკვეული არცთუ ისე მოსაწონი, მოვერიდებოდი სხვა შემთხვევაში, მაგრამ ახლა მაინც გამოვიყენებ ამ ტერმინს, მავნებლური დამოკიდებულებაა ჩვენი მოქალაქეების ნერვებზე და მათ სიმშვიდეზე”,- განაცხადა სერგეენკომ.

 

მართალია მინისტრს კომპანია არ დაუკონკრეტებია, თუმცა “პსპ”- სააფთიაქო ქსელის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას კომპანიის  მიერ გაგზავნილ სმს-ებზე განმარტებები გააკეთა:

 

“მესიჯში არ არის იმის მოწოდება, რომ მედიკამენტი მოიმარაგონ, არამედ გაითვალისწინონ ის, რომ მათ პირველი სექტემბრიდან აუცილებლად სჭირდებათ ვიზიტი ექიმთან”, – განაცხადა პსპ-ს სააფთიაქო ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა ვაჟა ოქრიაშვილმა. თუმცა “პსპ”-ს მიერ გაგზავნილ შეტყობინებებში, მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმაციის გარდა, საუბარია “პსპ”-ს ფასდაკლებით სარგებლობაზეც. 

 

იმ მედიკამენტების სია, რომელიც რეცეპტით და ურეცეპტოდ გაიცემა, შესაძლებელია იხილოთ მოცემულ ბმულებზე. ასევე არსებობს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული საძიებო სისტემა , სადაც ჩაწერთ მედიკამენტის სახელწოდებას და სისტემა დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით, საჭიროა თუ არა წამლის შესაძენად რეცეპტი.  

მასალების გადაბეჭდვის წესი