ახალი ამბები

ბესელიამ მტრის წისქვილზე დაასხა წყალი, ასე გამოვიდა- ღარიბაშვილი

5 მარტი, 2019 • 1240
ბესელიამ მტრის წისქვილზე დაასხა წყალი, ასე გამოვიდა- ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მას აქვს განცდა, რომ ეკა ბესელია “მთლად თავისუფალი არ არის, ან რაღაცაშია პრობლემა”. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ტვ პირველის გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

მან ბესელიას და სხვების წასვლას “ქართული ოცნებიდან” სამწუხარო მოვლენა, თუმცა არა ტრაგედია უწოდა.

“ეკას ქმედება აუხსნელია”, – თქვა ღარიბაშვილმა. “ეს პირადული კონფლიქტი იყო, მე ასე გავიგე”, – დასძინა ექსპრემიერმა.

ჟირნალისტის საპასუხო კითხვების მიუხედავად, ღარიბაშვილმა არ დააკონკრეტა, რას გულისხმობს ამაში და თქვა, რომ ეს მხოლოდ მისი განცდაა.

ღარიბაშვილის თქმით, მას დღეს მიმოწერა ჰქონდა და ბესელიასგან წერილი მიიღო, სადაც დეპუტატი პოლიტიკაში მის დაბრუნებას მიესალმებოდა.

 

“როცა მოთხოვნას აყენებ, რომ იდეალური იყოს ყველაფერი, არ იქნება იდელაური”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, არცერთი ხელისუფლება და სისტემა არ იქნება იდეალური. მისი აზრით, თუ შეკითხვები გაქვს, ისინი პარტიის შიგნით უნდა დარჩეს.

ღარიბაშვილის განცხადებით, საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ ბესელიამ და მისმა თანამოაზრეებმა “ქართული ოცნების” მტრების წისქვილზე დაასხეს წყალი.

ღარიბაშვილის თქმით, მისი პოზიციაა, რომ თუ კონკრეტულ მოსამართლეებზე შეკითხვები არსებობს, მათ პასუხები უნდა გაეცეს, თუმცა ამ თემის განზოგადება მიუღებელია. ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, მმართველი გუნდი სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში არ ერევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი