როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში იზიდა ჭანია ამბობს, ის იმ დროს ოფისში იმყოფებოდა.
“სროლა დაახლოებით სამი წუთი გრძელდებოდა. აღვნიშნავ, რომ რვა თვის წინ დაახლოებით ამავე გარემოებებში ჩემს სახლთან ჩემი მანქანა დაწვეს,”- ამბობს ჭანია.
ის მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი მის საქმიანობას უკავშირდება.
“მე სრულიად ღიად გამოვდივარ საპრეზიდენტო კანდიდატის, ბჟანიას წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან საშიშად მივიჩნევ. ჩემი შიში დადასტურდა. ეს ადამიანი ნამდვილად საშიშია საზოგადოებისთვის,”- ამბობს ჭანია.
რედაქტორის თქმით, ამჟამად სამართალდამცავი ორგანოები შემთხვევის ადგილზე მტკიცებულებებს აგროვებენ.
|
||