ახალი ამბები

ლადო აფხაზავას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭეს

22 თებერვალი, 2019 • 1472
ლადო აფხაზავას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭეს

განათლების სამინისტრომ მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტს, ლადო აფხაზავას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა. მენტორი მასწავლებლის სტატუსი საქართველოს განათლების სისტემაში უმაღლესი რანგია.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 22 თებერვალს გააცნო აფხაზავას ეს გადაწყვეტილება ლანჩხუთის სოფელ ჩიბათში სტუმრობისას.

21 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფობელია, მასწავლებლის გლობალური კონკურსის 10 ფინალისტს შორის მოხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის თანახმად, ლადო აფხაზავამ ჩიბათის სკოლაში ბატიაშვილის ყოფნისას განაცხადა: “ეს მხოლოდ ჩემი გამარჯვება არ არის, ეს საქართველოს, ჩემი კოლეგებისა და მოსწავლეების გამარჯვებაა”.

მენტორი მასწავლებლის ყოველთვიური ხელფასი 1 000 ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი