ახალი ამბებირეკლამა

ლადო აფხაზავა: ძალიან მნიშვნელოვანია, ყოფილ პატიმრებს რესოციალიზაციაში ხელი შევუწყოთ

22 აგვისტო, 2019 • 1434
ლადო აფხაზავა: ძალიან მნიშვნელოვანია, ყოფილ პატიმრებს რესოციალიზაციაში ხელი შევუწყოთ

ლადო აფხაზავა, პედაგოგი:

სტიგმა ყოფილი პატიმრების მიმართ, როგორც ადრე იყო, ისე აღარ არსებობს  საზოგადოებაში, თუმცა ცოტათი მაინც არსებობს. როცა სადმე მივდივარ და აპლიკაციაა შესავსები, არის კითხვა ნასამართლობაზე, გარკვეულწილად ხაზგასმულია ეს გარემოება სხვადასხვა შეკითხვაში, რაც უხერხულობას იწვევს. თუ სადმე მივდივართ, საელჩოში გეკითხებიან ამაზე, როცა სამსახურს იწყებ მაშინაც. ეს იმას გაფიქრებინებს, რომ სტიგმატიზირებული არიან ის ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებაში ერთი შეცდომა დაუშვეს და ნასამართლევი არიან რაღაცის გამო.

მნიშვნელოვანია ყოფილი პატიმრები ჩავაბათ სხვადასხვა  აქტივობაში. ბევრი პროგრამა ხორციელდება, რომლის ფარგლებში ადამიანები ერთვებიან ბიზნეს საქმიანობაში, ტურიზმში, საგანმანათლებლო კურსებში მონაწილეობენ, ასევე სამეწარმეო უნარების განვითარების პროგრამებში.

საზოგადოება რამდენად გაჰყვება მათ და რამდენად ენდობა, ეს სხვა საქმეა, თუმცა ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის პროგრამები ხორციელდება და კიდევ უფრო მეტი ასეთი ინიციატივაა  საჭირო.

როცა ყოფილ პატიმარს საზოგადოებაში დაბრუნება სურს და ინტეგრირებას იწყებს, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი