პრეზიდენტი ის ადამიანი არ არის, ვინც სასამართლოზე მაღლა დგას – ზურაბიშვილი მამალაძის შეწყალებაზე

საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, პრეზიდენტი ის ადამიანი არ არის, ვინც სასამართლო სისტემაზე მაღლდა დგას.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მართალია, შეწყალება დისკრეციული უფლებაა, თუმცა ის მხოლოდ განსაკუთრებულ პირობებში უნდა განხორციელდეს.

“მე არ მგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც თავის თავს აყენებს სასამართლო სისტემის ზემოთ და შეუძლია გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი. მე წარმოდგენა მაქვს, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალება არის დისკრეციული უფლება, რომელიც უნდა იყოს ძალიან განსაკუთრებული და ძალიან გარკვეულ პირობებში,” – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას მისი ძმა და მხარდამჭერები ითხოვენ.  თორნიკე მამალაძის თქმით, მისი მთავარი მოთხოვნაა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ მამალაძის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართოს.

ამ დროისთვის დეკანოზი ღუდუშაურის კლინიკაში რჩება.

ვრცლად ამ საკითხზე:

“ნუ მოკლავ მღვდელს” – მამალაძის შეწყალების მოთხოვნით საპატრიარქოსთან აქცია გაიმართა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან