ახალი ამბებისამართალი

ხატია ახალაიას შესაძლო მუქარაზე პოლიცია დღეს გაესაუბრება

18 თებერვალი, 2019 • 3758
ხატია ახალაიას შესაძლო მუქარაზე პოლიცია დღეს გაესაუბრება

სექსუალურ განათლებაზე ვიდეოგაკვეთილების ავტორს, ხატია ახალაიას პოლიცია წინასაგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დღეს გაესაუბრება. ამის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

  • როგორც შსს-ში ამბობენ, გასაუბრების შედეგად, თუ გამოიკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მოხდება შესაბამისი რეაგირება პოლიციის მხრიდან.

განათლებისა და შრომის ასოციაციის წევრის, ხატია ახალაიას განცხადებით, რამდენიმე დღეა სახლიდან არ გადის, რადგან ინტერნეტში სექსუალური განათლების შესახებ მომზადებული ვიდეოგაკვეთილების გამო ემუქრებიან. მისი თქმით, ასევე, მიიღო გაუპატიურების მუქარაც. ხატია შიშობს, რომ მას და მის ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდებიან.

როგორც გენდერის მკვლევარი აცხადებს, ყოველდღიურად უამრავ ლანძღვას თუ პირად მუქარას იღებს. ხატია ახალაიას თქმით, “შესაძლო მუქარაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას 15 თებერვალს მიმართა, თუმცა ამ დრომდე მოკვლევაც კი არ დაწყებულა”.

ხატია ახალაიას უფლებებს ადამიანის უფლებათა სახლის იურისტი იცავს. გენდერის მკვლევრის განცხადებით, სახლიდან სწორედ ადვოკატის რჩევით არ გადის, რადგანაც ის მიიჩნევს, რომ ხატიას მიმართ დაწერილი კომენტარები და ზარები რეალურად მუქარის შემცველია.

განათლების და შრომის ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებლი აცხადებს, რომ მის მიმართ აგრესია მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში სექსუალურ განათლებაზე ვიდეოგაკვეთილები განათავსა.

“სახლიდან ვერ გავდივარ” – სექსუალურ განათლებაზე ვიდეოგაკვეთილების ავტორი

მასალების გადაბეჭდვის წესი