K2 კოეფიციენტების გაყიდვა აიკრძალება – კალაძე “ურბანული ქაოსის დასრულებას” აანონსებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტების გაყიდვა.

მისი თქმით, პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან დამკვიდრდა თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება.

როგორც კალაძე ამბობს, რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გეერგეზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედებიდან მიიღება წარმოებაში.

თბილისის მერის თქმით, მისი გუნდის მიზანია, რომ დედაქალაქს შეუქმნას სწორი განვითარების პირობები, რაც მოხდება გეგმაზომიერად – “თბილისის მიწათსარგებლობის გეგმით დადგენილი ძირითადი პარამეტრების შესაბამისად.”


კოეფიციენტი კ2, იგივე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი არის მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების სართულების ჯამური ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან მეათედის სიზუსტით. კერძოდ, კოეფიციენტი ადგენს, თუ რა მოცულობის შენობის აგებაა დასაშვები.

როგორ გმაოითვლება K2 კოეფიციენტი: თუ მიწის ნაკვეთი 400 კვ.მ-ია, ნორმატიული კ2 კი 1.8, საპროექტო კ2-ს მივიღებთ : 400*1.8=720 კვ.მ (ესეიგი შენობის სართულების საერთო ფართი არუნდა აღემატებოდეს 720 კვ.მ-ს).

15 თებერვალს გამართული ბრიფინგის ჩანაწერი – სრულად:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.