საზოგადოება

თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

9 მარტი, 2024 • 1525
თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

თბილისში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა თემქაზე 9 მარტის საღამოს მოხდა და ინფორმაცია თავდაპირველად სოციალური ქსელით გავრცელდა.

შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის  დარღვევას.

მასალების გადაბეჭდვის წესი