ახალი ამბები

მუზეუმი “ჩეკას” შენობაში და რეპრესირებულთა ისტორიების გაცოცხლება – ხოშტარიას ინიციატივა

12 თებერვალი, 2019 • 1743
მუზეუმი “ჩეკას” შენობაში და რეპრესირებულთა ისტორიების გაცოცხლება – ხოშტარიას ინიციატივა

“ევროპული საქართველოს” წევრი, ელენე ხოშტარია ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის (“ჩეკას) შენობაში მუზეუმის შექმნისა და სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა სახლების წინ, ფილებზე მათი სახელების დაწერის ინიციატივით გამოდის.

დღეს, 12 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე ხოშტარიამ მერს, კახა კალაძეს, “ჩეკას” შენობის ახლომდებარე ტერიტორიიდან მიმართა. მისი თქმით, ეს რეპრესიების ისტორიის მატარებელი ერთადერთი შემორჩენილი შენობაა, რომლის პირველ სართულსა და სარდაფს 1921-1934 წლებში წინასწარი დაკავების იზოლატორებად იყენებდნენ.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, 1921-1954 წლებში საქართველოში დაახლოებით 19 000 ადამიანი დახვრიტეს. ამ ადამიანებისა და მოვლენების ისტორია კი პრაქტიკულად დაკარგულია.

მინდა მივმართო თბილისის მერს, კახი კალძეს, ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქალაქში არ იყოს წაშლილი საბჭოთა ტერორის და საბჭოთა რეპრესიების ისტორია. ჩვენ ახლა ვდგავართ იმ შენობასთან, რომელიც გამოიყენებოდა წინასწარი დაკავების იზოლატორად, ხალხი დასახვრეტად გაჰყავდათ. ამ შენობაში არის შემორჩენილი კვალი, წარწერები კედლებზე და ამასთანავე ეს შენობა ინგრევა და აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ხელს ვერ ახლებენ აქაურობას იმიტომ, რომ ისტორიული შენობა არის.

აუცილებელია, რომ ამ ერთადერთი შემორჩენილი შენობის შესახებ მიღებული იყოს შესაბამისი გადაწყვეტილება და შემოვინახოთ ის, როგორც საშინელი ისტორიის სიმბოლო და ადგილი,” – ამბობს ელენე ხოშტარია.

გარდა ამისა, ხოშტარია კიდევ ერთი ინიციატივით გამოვიდა, რომელიც საფეხვმავლო ზონებში, სადაც ბევრი ტურისტი მოძრაობს, დამატებით შეიქმნას რეპრესირებულთა ფილები.

“როგორც ევროპულ ქალაქებში საფეხმავლო ზონებში, სადაც ბევრი ტურისტი დადის ფილებზე, საფეხმავლო ბილიკებზე ამოტვიფრული იყოს დახვრეტილი ადამიანების სახელები და გვარები. მინდა მივმართო ქალაქის მერს, ბევრი სპეციალიტია, ვინც უკეთ ერკვევა ამ საკითხებში, მათთანაც შეიძლება მუშაობა. ეს შენობა მუზეუმად შეიძლება იყოს გაკეთებული”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ

მასალების გადაბეჭდვის წესი