ახალი ამბები

ხოშტარიას თქმით, ბოლო პერიოდში პოლიტიკაში აქტიური ვერ იყო ჯანმრთელობის გამო

13 მარტი, 2024 • 942
ხოშტარიას თქმით, ბოლო პერიოდში პოლიტიკაში აქტიური ვერ იყო ჯანმრთელობის გამო

პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ვერ ერთვება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ამის შესახებ ხოშტარია ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში წერს.

“მეგობრებო, ძალიან არ მიყვარს პირადზე საუბარი საჯაროდ, თუმცა ახლა ჩავთვალე, რომ ჩემი დუმილი რაღაც პერიოდის განმავლობაში არასწორად შეიძლება იყოს აღქმული.

იანვრიდან მოყოლებული მაქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რომელიც არ მაძლევდა საშუალებას, საჯაროდ და აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში.

რეალურად, ყველა მნიშვნელოვან პროცესში ჩართული ვარ ზურასთან და ჩვენს ძვირფას გუნდთან ერთად, ყველა გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ და ერთად ვგეგმავთ, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აქ არ ვარ.

წესით, მალე საჯაროდაც დავბრუნდები. იმაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, როგორ განვიცდი, რომ ჯანმრთელობამ ასეთ მნიშვნელოვან დროს მიმტყუნა. თუმცა, იმას კი ხაზგასმით ვიტყვი, რომ ცვლილებებისთვის ბრძოლის შემართება არათუ არ შემცვლია, გაძლიერებულიც მაქვს იძულებითი შვებულების ფონზე. ზოგს კი მოკლედ ვეტყვი, ნახევრად ხუმრობით: ‘ვერ მოგართვით’, – წერს ხოშტარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი