საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ერთი წევრის შესარჩევად ღია კონკურსი გამოცხადდა.

ზაზა შათირიშვილმა, რომელიც სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იყო არჩეული, საბჭო გასული წლის 24 დეკემბერს დატოვა. 

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ღია კონკურსის შესახებ ბრძანების მიხედვით, სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველებმა განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს 2019 წლის 23 თებერვლის ჩათვლით უნდა მიმართონ.

სხვა დოკუმენტებთან ერთად მეურვეობის მსურველებმა პარლამენტის თავმჯომარის სახელზე უნდა გააგზავნონ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია.

პროცედურის თანახმად, შესაბამისი კომისია აპლიკანეტებიდან შეარჩევს კანდიდატებს, რომელთაც წარუდგენს საპარლამენტო უმრავლესობას, ეს უკანასკნელი კი სასურველ კანდიდატს წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი