ტრანსპორტირების 32 338 ლარიდან 28 987 ფედერაციის პრეზიდენტის შვილზე გაიცა – აუდიტი

აუდიტის სამსახურის 25 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშით, 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებსა და ტურნირებზე სატრანსპორტო მომსახურების სახით სხვადასხვა ფიზიკურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე სულ გაცემულია 32 338 ლარი, საიდანაც მხოლოდ ფედერაციის პრეზიდენტის შვილზე 28 987 ლარი გაიცა. აუდიტის ინფორმაციით, თითოეული ტურნირის ხარჯები მუნიციპალიტეტების მიხედვით განსხვავებულია და მერყეობს 200-დან 900 ლარამდე.

აუდიტის სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელშეკრულებების შესაბამისად განსაზღვრული სატრანსპორტო მომსახურების ტარიფების დადგენისა და გაანგარიშების დოკუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი ქართული ჭიდაობის ფედერაციის მიერ:

შესაბამისად, როგორც აუდიტის სამსახური აცხადებს, გაურკვეველია რა მეთოდებით, რა მონაცემების გათვალისწინებით და რა პარამეტრებზე დაყრდნობით ხდებოდა რეგიონების მიხედვით სატრანსპორტო მომსახურების თანხების დადგენა. მაგალითად:

სატრანსპორტო მომსახურების ცხრილი © აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის დეკემბერში ფალავნობაში, ქართულ ჭიდაობაში ჩასატარებელი ღონისძიების ფარგლებში, საჭიდაო ლეიბების (რომლის რაიმე სახით ფლობის შესახებ მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი) ტრანსპორტირების ხარჯმა, ჭავჭავაძის გამზირიდან ამერიკის საელჩომდე და პირიქით, ამერიკის საელჩოდან ჭავჭავაძის გამზირამდე (20 კმ) შეადგინა 1,500 ლარი:

აღნიშნულ მომსახურებაზე შედგენილ ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტში 19 შესასრულებული რეისების რაოდენობა და გადაზიდული ტვირთის მოცულობები მითითებული არ არის.”

აუდიტის სამსახურის ანგარიშით, 2016-2017 წლებში მივლინებებზე ტრანსპორტირების სახით 20 გაწეული 900 ლარის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები21 ვერ იქნა წარმოდგენილი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაასკვნა, რომ ფედერაციის მიერ არ ხდება განსახორციელებელი სპორტული ღონისძიებების ფარგლებში შესასყიდი საქონლის და მომსახურების ოპტიმალური ფასის, ტექნიკური პარამეტრების და მიწოდების პირობების დადგენის მიზნით ბაზრის კვლევა, რის გარეშეც მიმწოდებელთან (ზოგიერთ შემთხვევაში დაკავშირებულ მხარესთან) გაფორმებული კონტრაქტები ზრდის საბაზრო პირობებისადმი არაადეკვატური ფასის და მიწოდების პირობების ჩამოყალიბების რისკებს, რაც, თავის მხრივ, იწვევს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურ და არაეფექტიან ხარჯვას:

ინტერესთა კონფლიქტის არსებობამ გავლენა მოახდინა ფედერაციის მიერ შპს „ფალავანთან“ დადებული გარიგების პირობებზე და გამოიწვია საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური, არაეკონომიური ხარჯვა.”

აუდიტის სამსახური რეკომენდაციის მიმართავს სპორტის სამინისტროს, შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დაფინანსების მოთხოვნის ეტაპზე ფედერაციის მხრიდან წარმოდგენილი ღონისძიებების და მისი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობას პროგრამის მიზნებთან და მოცემული ღონისძიებების ფარგლებში საქონლისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ეკონომიური, მიზნობრივი და კანონშესაბამისი ხარჯვის მონიტორინგს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ასევე რეკომენდაციით მიმართავს ქართული ჭიდაობის ფედერაციას, საბაზრო პირობებისადმი ადეკვატური ხარისხის და ფასის მქონე საქონლისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით, კონკრეტული შესყიდვის წინ განხორციელდეს ბაზრის გამოკვლევა. ბაზრის კვლევის შედეგებში აღინიშნოს კრიტერიუმები და ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა მიხედვით მოხდა კონკრეტული მიმწოდებელის შერჩევა.

იხილეთ ა(ა)იპ − ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული ხარჯვითი ოპერაციების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში სრულად:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.