გამოძიების ცნობით, დავით გადელიამ, იძულებით გადაადგილებული პირისათვის სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ გადაცემაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო ფულადი თანხა 6 500 აშშ დოლარის ოდენობით.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.