დიდი პოპულარობა მოიტანა ამ ნათქვამმა – კალაძე “გამოქანებაზე”

დედაქალაქის მერმა ტელეიმედის ეთერში ოპონენტების “გამოქანების” შესახებ მის მიერ გაკეთბული განცხადება განმარტა. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ამ გამონათქვამმა საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიტანა.

როგორც თბილისის მერი ამბობს, მას ცენზურა არ დაურღვევია, თუმცა ამ განცხადებით არ ამაყობს. მისი თქმით, ოპოზიციას სხვა ენა არ ესმის და ამის მაგალითებიც შეუძლია მოიყვანოს:

მე საზოგადოებასთან და ადამიანებთან არც ურთიერთობა მეშლება, არც საუბარი, არც ზრდილობა მაკლია, თუმცა, რომ გითხრათ ახლა, რომ ნამდვილად ვამაყობ -მეთქი ამ განცხადებებით, ნამდვილად არ არის ასე იმიტომ, რომ ქალაქის მერი და პოლიტიკოსი ვარ… არ დავიწყებ ამის ახსნას, ცხადია, თუმცა ეს არის ადამიანების დაჯგუფება, რომელიც ძირითადად დაკავებულია სიცრუით, ჩაგვრით… [მათ სხვა ენა] არ ესმით. ძალიან ბევრი არგუმენტი შემიძლია მოვიყვანო, ძალიან ბევრი მაგალითი, მაგრამ ეს არ არის გამამრთლებელი, ხო? მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ – მე ცენზი არ დამირღვევია; ეს ვთქვი ისეთ სიტყვებით, რომელიც ყველასთვის გასაგები იყო. საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიტანა ამ ნათქვამმა, სხვათა შორის.”

18 იანვარს, დიდი დიღმის ტრაგედიიდან მესამე დღეს, დედაქალაქის მერი თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატის კრიტიკას გამოეხმაურა. კახა კალაძემ ლევან ხაბეიშვილსა და შალვა ნათელაშვილს მთაწმინდიდან, ხოლო მიხეილ სააკაშვილს – ჰოლანდიიდან “გამოქანება” შესთავაზა.

კახა კალაძე, ხაბეიშვილს მთაწმინდიდან, ხოლო სააკაშვილს ჰოლანდიიდან “გამოქანებას” სთავაზობს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.