ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“სომხეთი ევრაზიულ კავშირს 2015 წლის 1 იანვრიდან შეუერთდება”

9 ივლისი, 2014 • • 1164
“სომხეთი ევრაზიულ კავშირს 2015 წლის 1 იანვრიდან შეუერთდება”

ინფორმაციას სომხეთის საინფორმაციო საანეტო news.am ავრცლებს.

 

“მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაწევრიანება უნდა უზრუნველყოს ძლიერმა გუნდმა, რადგანაც არსებობს უამრავი პრობლემა. სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ იმ ჯგუფს, რომელიც შეძლებს უზრუნველყოს არა მხოლოდ სომხეთის გაწევრიანება, არამედ შემდგომი ეკონომიკური პროცესების წარმართვა. საჭიროა სერიზოული გუნდი, რომელიც სომხეთის სხვადასხვა სამინისტროს წარომადგენლისგან იქნება შემდგარი,”- განაცხადა ბაგდასარიანმა. 


სომხეთმა 2013 წლის სექტემებრში განაცხადა, რომ აპირებს საბაჟო კავშირში გაწევრიანებას და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფორმირებაში მონაწილეობის მიღებას. სამოქმედო გეგმას კი სომხეთმა 2013 წლის 24 დეკემბერს მოაწერა ხელი.

 

ევრაზიის საბაჟო კავშირში რუსეთი, ყაზახეთი და ბელორუსიაა გაწევრიანებული. კავშირი 2010 წლიდან ფუნქციონირებს.  საბაჟო კავშირის მიზანია, მოკავშირე ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობები გამარტივდეს და  საბაჟო განაკვეთებისაგან გათავისუფლდეს. 2012 წლის 1 იანვრიდან ევრაზიის საბაჟო კავშირის ეგიდით ამოქმედდა ერთიანი ეკონომიკური სივრცე, რომელიც კავშირის წევრ ქვეყნებზე ვრცელდება.

 

სომხეთი არის ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მონაწილეც, თუმცა ევრაზიული არჩევანის გამო მას შესაძლოა ვეღარ გააფორმოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება.


არტურ ბაგდასარიანი
არტურ ბაგდასარიანი


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი