ახალი ამბები

ჩრდილოატლანტიკური საბჭო პარლამენტის წარმომადგენლებს ხვდება

27 ივნისი, 2013 • • 1339
ჩრდილოატლანტიკური საბჭო პარლამენტის წარმომადგენლებს ხვდება

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატოში ინტეგრაცის გაგრძელება, ამიტომ ჩვენ კარგად გავეცნობით, თუ რა მოსაზრებები აქვთ ნატოს წარმომადგენლებს. ასევე, გავუზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს”, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ შეხვედრის დაწყების წინ.

 

მისი თქმით, საუბარი ასევე შეეხება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და თალიბანის სახელით გავრცელებულ ვიდეომუქარას. “თუმცა ძირითადი მესიჯი იქნება, რომ შეუქცევადად გაგრძელდეს ნატოში საქართველოს ინტეგრაცია”.

 

“ეს არის პარლამენტის წარმომადგენლობის შეხვედრა ნატოს დელეგაციასთან. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს პარლამენტის როლი ნატო–საქართველოს ურთიერთობებში და სწორედ ამ თემებზე გვექნება საუაბრი”, – განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა ზვიად ძიძიგურმა და დასძინა, რომ საუბარი ასევე შეეხება ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც მაღალ დონეზე უნდა ჩატარდეს.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 ივნისს საქართველოში NAC–ის ვიზიტის მეორე დღეა. ნატოს გენერლაური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი დღეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება, ასევე, სიტყვით გამოვა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. NAC–ის ელჩები კი არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს 19:00 საათზე დატოვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი