ახალი ამბებისაზოგადოება

კობახიძე პატრიარქს ეპისტოლეში ცილისწამების საკითხის ხსენებისთვის მადლობას უხდის

7 იანვარი, 2019 • 4997
კობახიძე პატრიარქს ეპისტოლეში ცილისწამების საკითხის ხსენებისთვის მადლობას უხდის

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, სიტყვით ძალადობა უმნიშვნელოვანესი პრობლემაა ქართულ საზოგადოებაში. ამის შესახებ კობახიძემ დღეს, 7 იანვარს, საშობაო წირვის შემდეგ, სამებაში ისაუბრა.

კობახიძე მადლობას უხდის პატრიარქს ეპისტოლეში ამ პრობლემაზე ყურადღების მიქცევისთვის.

“მადლობა მინდა გადავუხადო უწმინდესს და უნეტარესს დღევანდელი ეპისტოლესთვის, სადაც საუბარი იყო ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. იმ საკითხებზე, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს გვაწუხებს. საუბარი იყო სიტყვით ძალადობის პრობლემაზე, რაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში: ცილისწამებაზე, სიცრუეზე, ბილწსიტყვაობაზე, რაც არის სეეიოზული პრობლემა. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ყურადღება იყო გამახვილებული განათლების პრობლემაზე, მათ შორის, პატრიოტული აღზრდის მნიშვნელობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე. ეს იყო ძირითადი გზავნილები პატროარქის ეპისტოლეში, რისთვისაც ძალია დიდი მადლობა მინდა გადავუხადო”,- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რაიმე დისკუსია ან იდეა ხომ არ არის მმართველ გუნდში ცილოსწ ამებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეცვლაზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღების კუთხით, ირაკლი კობახიძე ამბობს:

“მთავარია პრობლემის იდენტიფიცირება. დანარჩენი არის უკვე მსჯელობის საგანი. თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ პრობლემას, ამაზე საზოგადოებასთან ერთად უნდა ვიმსჯელოთ”.

ილია მეორემ 2019 წლის საშობაო ეპისტოლეში თქვა, რომ ადამიანები, ხშირად, სიტყვის თავისუფლებას ბოროტად იყენებენ და ცილისწამება არის პრობლემა. ვრცლად ნახეთ აქ:

განცხადება სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში

მასალების გადაბეჭდვის წესი