ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი: საქართველოს მხრიდან ლოგიკური იქნებოდა სამხრეთ ოსეთი ეღიარებინა

4 ივლისი, 2014 • • 1084
ცხინვალი: საქართველოს მხრიდან ლოგიკური იქნებოდა სამხრეთ ოსეთი ეღიარებინა

ბიბილოვის განცხადების შესახებ წერს სააგენტო ოსინფორმი. 

 

“საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სწრაფვის გათვალისწინებით, საქართველოს მხრიდან ლოგიკური იქნებოდა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ეღიარებინა, ვინაიდან NATO-ს შემდგენლობაში შეუძლია შევიდნენ ქვეყნებს ტერიტორიული პრობლემების გაშერე,”- ამბობს ბიბილოვი. 

 

ამასთან, მან სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რეფერენდუმის ჩატარების კონკრეტულ ვადებზე საუბარი ნაადრევია. 

 

“იქამდე, სანამ რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად კონკრეტული ნაბიჯების რეალიზაციას შევუდგებით, აუცილებელია რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან, სახელმწიფო დუმასთან, ორივე მხარის საზოგადოებრივი-პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციები გავმართოთ. ეს არ არის ერთი პიროვნების სურვილი, ეს არის სამხრეთ ოსეთის ხალხის არჩევანი, რომელიც მან 8 ივნისის არჩევნებზე გამოხატა. მე არ ვამბობ, რომ ამომრჩეველს, რომელმაც სხვა პარტიებს დაუჭირა მხარი, არ სურთ რუსეთთან გაერთიანება. სამხრეთ ოსეთის ყველა პოლიტიკური ძალა ქვეყნის მომავალს რუსეთთან სრულ ინტეგრაციაში ხედავს.” 

 

 

ანატოლი ბიბილოვი; ფოტო: იტარ-ტასი
ანატოლი ბიბილოვი; ფოტო: იტარ-ტასი

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი