ახალი ამბები

პატიმართა შეწყალების კომისიას ზვიად ქორიძე უხელმძღვანელებს

4 ივლისი, 2014 • • 1452
პატიმართა შეწყალების კომისიას ზვიად ქორიძე უხელმძღვანელებს

შეწყალების კომისიის ხელმძღვანლად ზვიად ქორიძის დანიშვინის გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას დღეს გააცნო. 

 

“გამომოდინარე იქიდან, რომ ალეკო ელისაშვილი მონაწილეობდა საარჩენო პროცესში, რამდენიმე თვეა შეწყალების კომისია არ მუშაობდა. ბატონი ზვიადი მუშაობდა კომისიის წევრად ნოემბრიდან. მინდა საგანგებოდ ვუთხრა მას მადლობა, რომ დაგვთანხმდა და ახლა უკვე კომისიის თავმჯდომარის სახით იმუშაოს ამ კომისიაში”, – განაცხადა დღეს პრეზიდენტმა მარგველაშვლმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში. 

 

შეწყალების კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2013 წლის დეკემბრიდან ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი მუშაობდა. მას შემდეგ, რაც ელისაშვილმა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა, მას აღნიშნულ თანამდებობაზე უფლებამოსილება შეეწყვიტა. 

 

მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ელისაშვილს კომისიაში გაწეული მუშაობისთვის და მიულოცა არჩევნებში გამარჯვება, ხოლო ზვიად ქორიძეს შეწყალების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარმატებული მუშაობა უსურვა. 

 

პრეზიდენტის თქმით, კომისია უახლოეს დღეებში განაახლებს მუშაობას.

ზვიად ქორიძე
ზვიად ქორიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი