ახალი ამბები

თბილისში, “ნიკორას” ფილიალში, ხანძარი გაჩნდა

23 დეკემბერი, 2018 • 2096
თბილისში, “ნიკორას” ფილიალში, ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე, სუპერმარკეტ “ნიკორას” ფილიალში ხანძარი გაჩნდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.

ხანძრის შედეგად ჭერი, ჯამში, 20 კვ.მ. დაიწვა. უწყების ცნობით, დაშავებული არავინაა.

ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი