რუსეთში ჭუჭყის დასაფარად “თოვლის მთები” საღებავით შეღებეს [ვიდეო]

რუსეთში, კემეროვოს ოლქის ქალაქ მისკის ცენტრში ჭუჭყიანი თოვლი საღებავით შეღებეს. ამის ამსახველი ვიდეომასალა ერთ-ერთმა მოქალაქემ სოციალურ ქსელში გაავრცელა და შემდეგ მედიაშიც მოხვდა.

მოქალაქის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს თოვლისგან საახალწლოდ აშენებული მთები, რომელსაც ის ხელს ჰკიდებს და თითებზე თეთრი საღებავი გადასდის. ვიდეოს ავტორის აზრით, ეს მთები შავი თოვლისაგან გააკეთეს და საღებავი ჭუჭყის დასაფარად წაუსვეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com