ახალი ამბები

კენიაში ფულზე გამოსახული ლიდერები ცხოველებით ჩაანაცვლეს

17 დეკემბერი, 2018 • 1232
კენიაში ფულზე გამოსახული ლიდერები ცხოველებით ჩაანაცვლეს

კენიაში პრეზიდენტების ნაცვლად ფულის მონეტებზე ცხოველებს გამოსახავენ. როგორც BBC წერს, მანამდე მიმოქცევაში იყო კენიის სამი ყოფილი პრეზიდენტის გამოსახულებიანი მონეტები.

როგორც გამოცემა წერს, სამივე პრეზიდენტის სახელობითი მონეტები მათი მმართველობის დროს მოიჭრა. კენიის მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობდა, რომ ამ გზით ლიდერები ქვეყნის პერსონიფიცირებას ცდილობდნენ. ახალ მონეტებზე კი კენიის ფაუნა იქნება წარმოდგენილი. მონეტებზე გამოსახავენ ლომებს, სპილოებს, ჟირაფებსა და მარტორქებს.

BBC-ის განცხადებით, სავარაუდოდ, იგივე ბედი ეწევა კენიური ფულის კუპიურებსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი