სომხური ინტერნეტ მედიის, heqt.am-ის ინფორმაციით, 28 წლის ქალის გაუპატიურების საქმე რამდენჯერმე იმის გამო დაიხურა, რომ დანაშაულში ბრალდებული იმ გამომძიებლის მეგობარია, რომელიც ამ კონკრეტულ საქმეს იძიებს.
პლაკატებით – “მოვითხოვთ მიუკერძოებელ სასამართლოს” და “პოლიციის უმოქმედობა ხელს უწყობს სექსუალურ ძალადობას” – ადგილობრივმა და უცხოელი მოქალაქეებმა პროტესტი პრეზიდენტის მიმართ გამოხატეს. მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საჩივრის წერილი დატოვეს და ოფიციალური პირისგან დაპირება მიიღეს, რომ წერილი პრეზიდენტს აუცილებლად გადაეცემა.
აქციის მონაწილეებმა შემდეგ პროკურატურისკენ მოაწყვეს მსვლელობა და გენერალურ პროკურორთან, გევორგ კოსტანიანთან შეხვედრა მოითხოვეს. როგორც პროკურატურის თანამშრომლებმა აქციის ორგანიზატორებს განუცხადეს, ეს შეხვედრა რამდენიმე დღეში გაიმართება.
დაზარალებულის ადვოკატმა დღეს სომხეთის საკასაციო სასამართლოში საჩივარი შეიტანა.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |