143-დან 571 ლარამდე – მომღერლების ჰონორარი ზურაბიშვილის მხარდასაჭერად სიმღერისთვის

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო პროგრამაში, მეორე ტურის წინ, რამდენიმე ათეული მომღერალი მონაწილეობდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბაზაზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მათი ჰონორარი 143-დან 600 ლარამდე მერყეობს.

ანგარიშების მიხედვით, მომღერალთა ნაწილი საკონცერტო პროგრამებში მონაწილეობისათვის 143 ლარს მიიღებს. ზოგიერთი მათგანის შემთხვევაში, ანაზღაურება 200, 250, 500 და 571 ლარამდე იზრდება. პროგრამაში მაქსიმალური ოდენობის ჰონორარს – 600-600 ლარს კი ღონისძიებების წამყვანები იღებენ.

დაახლოებით ასეთივე იყო მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის საკონცერტო პროგრამასა და სააგიტაციო კლიპში მონაწილეთა ანაზღაურება საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დროსაც.

ფრაგმენტი დოკუმენტიდან სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფონდის ფინანსური ანგარიშების შესახებ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან