ახალი ამბები |

II ტურში 2 მილიონამდე ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა

28 ნოემბერი, 2018 | | 1207
II ტურში 2 მილიონამდე ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათისთვის 56,23% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 975 845 ადამიანს შეადგენს.

ამ რაოდენობაში არ შედის საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობა.,

ყველაზე მაღალი აქტივობა, 72, 72% ქედაში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი, 43,12% – წალკაში. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ამომრჩეველთა აქტივობამ 55,9% შეადგინა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 20:00 საათისთვის 46,74%-ს შეადგენდა, რაც რაოდენობრივად 1 637 956 ამომრჩეველი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი