ახალი ამბებიეკონომიკა

რას სთავაზობენ სავაჭრო ცენტრები მომხმარებლებს “შავი პარასკევისთვის” თბილისში

22 ნოემბერი, 2018 • 7130
რას სთავაზობენ სავაჭრო ცენტრები მომხმარებლებს “შავი პარასკევისთვის” თბილისში

“შავი პარასკევი” არის დღე, როდესაც მსხვილი სავაჭრო ქსელები თუ მცირე ზომის მაღაზიები მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებს სთავაზობენ. როგორც წესი, ეს დღე ნოემბრის თვის ბოლო პარასკევს იმართება ხოლმე.

მართალია, ქართულ სივრცეში “შავ პარასკევს” ხანგრძლივი ისტორია არ აქვს, მაგრამ წელს ქართული ბაზრის თითქმის ყველა დიდი სავაჭრო ქსელი23 ნოემბერს მომხმარებლებს დიდ ფასდაკლებებს სთავაზობს.

ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, თუ რა აქციებით შეეძლებათ მომხმარებლებს სარგებლობა თბილისში არსებულ ყველა მსხვილ სავაჭრო ცენტრში.

გალერია თბილისი

სავაჭრო ცენტრი “გალერია თბილისი” 23 ნოემბერს, ნაცვლად 10 საათისა, 12 საათამდე იმუშავებს. როგორც სავაჭრო ცენტრის ფეისბუკ გვერდზე წერია, 13:00 საათიდან  ღამის 12 საათამდე მომხმარებელს განსაკუთრებული ფასდაკლებები დახვდება.

მაღაზიებს შორის, რომლებიც თავის პროდუქციას სპეციალურად “შავი პარასკევისთვის” ფასს შეუმცირებენ, შედის:

• ჰ და მ – 20%;
• ქელვინ ქლაინ ჯინსი – 50%-მდე შერჩეულ კოლექციაზე;
• იუნაითედ ქოლორს ოფ ბენეტონ – 15%;
• ნიუ იორკერი – 50%-მდე შერჩეულ კოლექციაზე;
• ივ როშე – 30% (23-25 ნოემბერი);
• ოვს – 60%-მდე შერჩეულ კოლექციაზე;
• ეს პი ექს – 70%-მდე;
• ვაიკიკი – 3+1;
• რია-რია – 30%;
• დოთსი – 20-60%;
• იუსკი – 30-50% შერჩეულ კოლექციაზე;
• ლუტეცია – 30-50% ნაწილ ბრენდებზე (21-25 ნოემბერი);
• როუზბადი – 30-50% ძველ კოლექციაზე | 10-15% ახალ კოლექციაზე;
• ნიქსი – 20% ტოპ პროდუქტები | 30-50% შერჩეულ კოლექციაზე;
• თიმბერლენდი – 20% შერჩეულ კოლექციაზე;
• დელფოსი – 25%;
• დიოჯი – 20%;
• ფრეშეს ქრაფტი – 25%;
• ფრანკო ფონტანა – 25%;
• ფულ ლავ – 20%;
• ტრუსარდი – 20%;ლ
• ვა ბენე – 20%;
• თაჩ – 40%-მდე შერჩეულ კოლექციაზე;
• რობერტო ბრავო – 20-30%.

ფასდაკლებების სრული სია ნახეთ აქ

ისთ ფოინთი

ფოტო: “ისთ ფოინთის” ფეისბუკ გვერდი

“ისთ ფოინთი” მომხმარებელს ფასდაკლებებს დილის 10 საათიდან ღამის 12 საათამდე სთავაზობს. როგორც სავაჭრო ცენტრის ფეისბუკ გვერდზე ვკითხულობთ, მომხმარებლებს მაღაზიები 23%-90%-მდე ფასდაკლებებს შესთავაზებენ.

მაღაზიებს შორის, რომლებიც მომხმარებელს ფასდაკლებულ პროდუქციას 23 ნოემბერს შესთავაზებენ, შედიან:

▪ H&M;
▪ Zara;
▪ Massimo Dutti;
▪ Mango;
▪ Stradivarius;
▪ Bershka;
▪ Accessorize;
▪ Monsoon;
▪ Aldo;
▪ F&F;
▪ OVS;
▪ Terranova;
▪ Penti;
▪ FLO;
▪ New Yorker;
▪ Koton;
▪ Gloria Jeans;
▪ LC Wikiki;
▪ Factory;
▪ Lee&Wrangler;
▪ Levi’s;
▪ Bata;
▪ Bambino;
▪ Shoes Galery;
▪ Corso Italia;
▪ Lutecia;
▪ Flormar;
▪ Yves Rocher;
▪ Roniko.

მაღაზიების სრული სია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

გარდა ამისა, როგორც “ისთ ფოინთი წერს”, 17 საათიდან ამოქმედდება სპეციალური აქციაც. მომხმარებლები ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ შავ ძეგლებთან სურათების გადაღებისა და მათი გამოქვეყნების შემთხვევაში, სხვადასხვა მაღაზიასა თუ კვებით ობიექტში ფასდაკლების ვაუჩერებს მიიღებენ.

თბილისი მოლი

ფოტო: თბილისი მოლი

23 ნოემბერს “თბილისი მოლი”  12 საათამდე იმუშავებს. სავაჭრო ცენტრის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფასდაკლებები 24-25 ნოემბერსაც გაგრძელდება. გარდა ამისა, “თბილისი მოლი” იმ მომხმარებელს, რომელსაც ყველაზე დიდი ჩეკი ექნება, განსაკუთრებულ პრიზებს სთავაზობს.

იმ მაღაზიებს შორის, რომლებიც მომხმარებლებს ფასდაკლებებს სთავაზბს, არიან:

    • Mango – 30%;
    • Clarks – 30%;
    • Time – 20-30%;
    • Amfora – 20-30%.

სავაჭრო ცენტრი წერს, რომ ფასდაკლების დღეების განმავლობაში ახალი შემოთავაზებებს ფეისბუკზე გამოაქვეყნებს. განახლებული და სრული მაღაზიების სია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

სითი მოლი

ფოტო: სითი მოლის ფეისბუკ გვერდი

“შავი პარასკევისთვის” ფასდაკლებებს მომხმარებელს სთავაზობს “სითი მოლი საბურთალო” და “სითი მოლი გლდანი”.  ფეისბუკზე სავაჭრო ცენტრი წერს, რომ ის 10-დან 24 საათამდე იმუშავებს.

რაც შეეხება ფასდაკლებებს, სპეციალურ აქციებს მომხმარებლებს შესთავაზებენ:

    • Koton – 30%;
    • ალტა ოქეი – 50%-მდე;
    • ლუტეცია – 30%-50%;
    • ბოლსერო – 50%-მდე;
    • Ferro – 30%-50%.

მაღაზია “შავ პარასკევამდე” ინფორმაციას ფასდაკლებების შესახებ განაახლებს. სრული სიის ნახვა შეგეძლებათ აქ.

მერანი

ფოტო: სავაჭრო ცენტრი მერანი

სხვა სავაჭრო ცენტრებთან ერთად, 23 ნოემბერს “მერანიც” ღამის 12 საათამდე იმუშავებს. რაც შეეხება ფასდაკლებებზე, ფეისბუკზე გავრცელებული ინფორმაციით, მომხმარებელს სპეიცალურ აქციებს სთავაზობენ:

    • JB Martin – 30%-40%;
    • Yves Rocher – 30%;
    • Koton – 30%.

დამატებითი ინფორმაციისა და მაღაზიების სრული სიის სანახავად გადადით ამ ბმულზე.

თბილისი ცენტრალი

ფასდაკლებებს მომხმარებელს “თბილისი ცენტრალში” არსებული მაღაზიებიც სთავაზობენ. სავაჭრო ცენტრის ფეისბუკ გვერდის მიხედვით, იმ მაღაზიებს შორის, რომლებსაც “შავი პარასკევითვის” სპეციალური შეთავაზებები აქვთ, არიან:

    • ალტა ოქეი – 50%-მდე;
    • მეგატექნიკა – ფასდაკლება გაკრვეულ პროდუქციაზე;
    • მეტრომარტი – ფასდაკლება გარკვეულ პროდუქციაზე;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კარფური

ფოტო: კარფურის ფეისბუკ გვერდი

კარფურის ჰიპერმარტეკებში “შავი პარასკევისთვის” სააქციო პროდუქციაზე 70%-მდე ფასდაკლება იმოქმედებს.

ბრიკორამა

ფოტო: “ბრიკორამას” ფეისბუკ გვერდი

“ბრიკორამა” 23 ნოემბერს მომხმარებელს 15%-დან 25%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. როგორც სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტის ფეისბუკ გვერდზე წერია, ფასდაკლება 42 000 დასახელების პროდუქციაზე გავრცელდება. “შავ პარასკევს” მაღაზია დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდე იმუშავებს.

თუ რომელიმე სავაჭრო ცენტრს აქვს ფასდაკლება და ვერ მოხვდა ამ სიაში, გთხოვთ მოგვწერეთ ნეტგაზეთის ფეისბუკ გვერდზე, ან ელ. ფოსტაზე: info@netgazeti.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი