ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის პარლამენტმა პრემიერს უნდობლობა გამოუცხადა

29 მაისი, 2014 • • 1344
აფხაზეთის პარლამენტმა პრემიერს უნდობლობა გამოუცხადა

ამ დადგენილების ფარგლებში დეპუტატებმა უნდობლობა გამოუცხადეს რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას.

 

აღნიშნულ დადგენილებას კენჭი უყარა აფხაზეთის პარლამენტის 20-მა დეპუტატმა, ერთმა კი თავი შეიკავა. 

 

დადგენილების ტექსტში ნათქვამია, რომ პარლამენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ქვეყანაში არის საზოგადოებრივ–პოლიტიკური დაძაბულობა და აუცილებელია ნაციონალური თანხმობის და სტაბილურობის შენარჩუნება.

 

აქციები სოხუმში 27 მაისს დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებული პრობლემების გამო პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

 

გუშინ,  28 მაისს სოხუმში პარლამენტის საგანგებო სხდომაც გაიმართა, სადაც არსებული ვითარება და პრობლების გადაჭრის გზები უნდა განეხილათ, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდმენ. 

 

  

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   

მასალების გადაბეჭდვის წესი