ახალი ამბები

მოსკოვში დაგეგმილი “ქართული მუსიკის საღამო” გაუქმდა

12 ნოემბერი, 2018 • 1327
მოსკოვში დაგეგმილი “ქართული მუსიკის საღამო” გაუქმდა

მოსკოვის საკონცერტო დარბაზ “ვეგას სითი ჰოლში” 13 ნოემბერს დაგეგმილი კონცერტი, რომელში მონაწილეობაც აფიშის მიხედვით ქართველ მომღერლებს უნდა მიეღოთ, გაუქმდა. “ქართული მუსიკის საღამოს” ორგანიზატორები გაყიდულ ბილეთებს უკან აბრუნებენ.

აფიშის მიხედვით, კოცერტში, სახელწოდებით “ქართული მუსიკის საღამო”, მონაწილეობას იღებდნენ მომღერლები: მერაბ სეფაშვილი, სოფო ხალვაში, ანრი ჯოხაძე, ლაშა ღლონტი, ნინო ჩხეიძე, ნატო გელაშვილი, ბესო კალანდაძე, გია სურამელაშვილი და ანსამბლი “ქართული ხმა” თამთა ცქვიტავასთან ერთად. ანონსის თანახმად, ღონისძებას ასევე უერთდებოდნენ თამარ გვერდწითელი, დიანა ღურცკაია და ბესო კალანდაძე.

თუმცა აღნიშნულს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სიაში მყოფ მომღერალთა ნაწილი, რომელთაც უარყვეს, რომ მოსკოვში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ. მათ შორის არიან ანრი ჯოხაძე, სოფო ხალვაში, ლაშა ღლონტი და ნინო ჩხეიძე.

"ქართული მუსიკის საღამპოს" აფიშა

“ქართული მუსიკის საღამპოს” აფიშა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი