ახალი ამბები

2007 წლის 7 ნოემბერი – ფოტოები არქივიდან

7 ნოემბერი, 2018 • 11351
2007 წლის 7 ნოემბერი – ფოტოები არქივიდან

2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული  ანტისახელისუფლო საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. დარბვას წინ უძღოდა რამდენიმედღიანი ფართომასშტაბიანი აქციები, რომლის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გადადგომა იყო.

სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით, 2007 წლის 7 ნოემბერს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დარბევისას, სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო არაერთმა დემონსტრანტმა.

აქციის დასაშლელად პირველად გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, მათ შორის, რეზინის ტყვიები, რაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით არ იყო ნებადართული.

სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის მიხედვით, მტკიცებულებებით დასტურდება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც. იმავე დღეს ტელეკომპანიაში “იმედში” სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა, რასაც შედეგად ტელევიზიის დროებით დახურვა, მოგვიანებით კი მისი მფლობელისთვის წართმევა მოჰყვა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, “ნაციონალური მოძრაობის” დამარცხებიდან რამდენიმე დღეში, “იმედი” დაუბრუნდა პატარკაციშვილების ოჯახს.

7 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ თანამდებობიდან პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადადგა და ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა.

გთავაზობთ ფოტოებს ევროპის პრეს-ფოტოსააგენტოს (EPA) არქივიდან, რომელიც  2007 წლის 6-7 ნოემბერის თბილისში განვითარებულ მოვლენებს ასახავს:

აქცია პარლამენტის შენობასთან დარბევამდე 2007 წლის 7 ნოემბერი. ფოტო: EPA ზურაბ ქურციკიძე

პროტესტი რუსთაველის გამიზრზე 2007 წლის 6 ნოემბერი. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე

აქციის მოანწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობასთან შიმშილობს 2007 წლის 6 ნოემბერი ფოტო: EPA ზურაბ ქურციკიძე

კობა დავითაშვილი მოშიმშილეებთან ერთად პარლამენტის შენობასთან 2007 წლის 6 ნოემბერი. ფოტო: EPA ზურაბ ქურციკიძე

პროტესტი რუსთაველის გამიზრზე 2007 წლის 6 ნოემბერი. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე

2006 წლის 6 ნოემბერი, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის ფიტულით. ფოტო: EPA ზურაბ ქურციკიძე.

2007 წლის 6 ნოემბერს აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან. ფოტო: EPA ზურაბ ქურციკიძე

2007 წლის 6 ნოემბერს აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან. ფოტო: EPA ზურაბ ქურციკიძე

სპეციალური დანიშნულების რაზმი 2007 წლის 7 ნოემბერს. ფოტო: EPA ზურაბ ქურციკიძე.

აქციის ათასობით მონაწილე რუსთაველის გამზირზე. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 2007 წლის 7 ნოემბერი. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე.

აქციის მონაწილე მიწაზე წევს. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. 2007 წლის 7 ნოემბერი. ფოტო: EPA ზურაბ ქურციკიძე.

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. 2007 წლის 7 ნოემბერი. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე.

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. 2007 წლის 7 ნოემბერი. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე.

სპეციალური დანიშნულების რაზმი 2007 წლის 7 ნოემბერს. ფოტო: EPA ზურაბ ქურციკიძე.

პოლიცია ძალის გამოყენებით შლის აქციის მონაწილეებს. 2007 წლის 7 ნოემბერი. ფოტო: EPA ზურაბ ქურციკიძე.

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 2007 წლის 7 ნოემბერი. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე.

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 2007 წლის 7 ნოემბერი. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე.

სპეციალური დანიშნულების რაზმი 2007 წლის 7 ნოემბერს. ფოტო: EPA ზურაბ ქურციკიძე.

“იმედში” შეჭრის შემდეგ პოლიცია ტელეკომპანიის შენობასთანაა მობილიზებული. 2007 წლის 7 ნოემბერი.
ფოტო: EPA ზურაბ ქურციკიძე

“ტელეკომპანია” იმედში შეჭრა 2007 წლის 7 ნოემბერი ფოტო: EPA ზურაბ ქურციკიძე

ჯარისკაცებს გადაკეტილი აქვთ გზა პარლამენტის მიმდებარედ. ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 2007 წლის 8 ნოემბერი. ფოტო: EPA ზურაბ ქურციკიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი