ახალი ამბები

ირმა ნადირაშვილი: ვლადიმერ ბუნტურიძემ დეკემბერში ხელფასის სახით 38 390 ლარი აიღო

10 მაისი, 2014 • • 2493
ირმა ნადირაშვილი: ვლადიმერ ბუნტურიძემ დეკემბერში ხელფასის სახით 38 390 ლარი აიღო

სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მოგვაწოდეს ერთი დოკუმენტი, რომელიც მინდა გაგაცნოთ. საქმე ეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტში 2013 წლის დეკემბერში გაცემულ ხელფასებს და ეს ხელფასები იმდენად დაუჯერებელია, იმდენად მაღალია, რომ მე აუცილებლად ჩავთვალე, რომ თქვენთვის გამეზიარებინა. მე ახლა ჩამოგითვლით იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე მაღალანაზღაურებადი იყო დეკემბრის თვეში:


1. გახარია გოგი – მან დეკემბრის თვეში აიღო 39 130 ლარი.

2. ვლადიმერ ბუნტურიძე [რუსთავი 2–ის დაცვის ყოფილი უფროსი] – 38 390 ლარი

3. სიმონ მაჩაიძე – 38 733 ლარი

4. შალვა ტორაძე – 31 263 ლარი

5. თუთარაშვილი შოთა – 30 386 ლარი

6. ელიზბარაშვილი გიორგი – 29 307 ლარი

7. ასანიშვილი ზურაბ – 28 321 ლარი

8. კოტეტიშვილი ვახტანგ – 23 494 ლარი

9. ტრაპაიძე შოთა – 23 270 ლარი

10. გიდიძე ზურაბი – 21 202 ლარი

11. ჩელებაძე მამუკა – 21 505 ლარი

12. როდონაია ლაშა – 20 703 ლარი

13. ცქვიტინიძე ტარიელ – 20 358 ლარი

14. ახვლედიანი თენგიზ – 19 018 ლარი

15. დოთიაშვილი დავითი – 18 845 ლარი

16. გულბიანი გიორგი – 18 692 ლარი

17. კიკალიშვილი ილია – 18 525 ლარი

18. ვერულაშვილი ნესტანი – 18 251 ლარი

19. დარბაისელი დიმიტრი[სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე]  – 18 222 ლარი


ყველაზე ნაკლები ხელფასი, ვინც დეკემბრის თვეში აიღო ამ დეპარტამენტში, იყო როდონაია და მისი ხელფასი იყო 10 504 ლარი.


სიაში ასევე ფიგურირებს გიორგი ყავლაშვილი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსია და ის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ტექნიკის განზრახ დაზიანებაში იყო ბრალდებული, მან პრემიის სახით 17 125 ლარი აიღო.


ეს დოკუმენტი ჩემს ხელშია დაახლოებით უკვე თვენახევარია, მე არ მინდოდა სპეკულირება ამ დოკუმენტით და მინდოდა ამ ინფორმაციის გადამოწმება. ამიტომ ქალბატონმა ხათუნა გოგორიშვილმა სადეპუტატო შეკითხვა გააგზავნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში და მოითხოვა, თუ რა ანაზღაურება მიიღეს ამ ადამიანებმა, ამ ინფორმაციის გადმოგზავნა. საბოლოოდ გვითხრეს, რომ ამ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან”, – განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე ირმა ნადირაშვილმა. მისი თქმით, ეს აძლიერებს ეჭვს, რომ ინფორმაცია რეალურია და თუ ეს ასე არაა, ის განმარტებებს ელოდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან.

 

ირმა ნადირაშვილი თახნების გაცემის საკითხს ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანას უკავშირებს და აცხადებს, რომ შესაძლოა თანამშრომლებს თანხა დუმილის სანაცვლოდ ჩაურიცხეს.

 

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სასჯელაღსრულების სამინისტროს:

 

“თუ დეპარტამენტი გააკეთებს განცხადებას, დაგიკავშირდებით”, – განაცხადეს სამინისტროში. 

ირმა ნადირაშვილი
ირმა ნადირაშვილი





მასალების გადაბეჭდვის წესი