ახალი ამბები

უგულავა: ჩვენ ვიხილეთ ივანიშვილის საშიში არაადეკვატურობა და აღიარებითი ჩვენება

24 ოქტომბერი, 2018 • 1489
უგულავა: ჩვენ ვიხილეთ ივანიშვილის საშიში არაადეკვატურობა და აღიარებითი ჩვენება

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, გუშინ საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილის შემაშინებელი/შემზარავი არაადეკვატურობა და მართვის მაფიოზური სისტემის შესახებ აღიარებითი ჩვენება იხილა.

ქართული ოცნების დამფუძნებლის მიერ სამ ტელეწამყვანთან ჩაწერილი ინტერვიუ გიგი უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე შეაფასა.

“გარდა იმ შემაშინებელი, გამაოგნებელი და შემზარავი არაადეკვატურობისა, რაც ვიხილეთ გუშინ ეთერში, პრაქტიკულად, ჩვენ ვნახეთ აღიარებითი ჩვენება, რომ მთელი ის მაფიოზური სისტემა მართვის და ძალადობის მთავრდება, ხოლო აისბერგის წვერი არის ბიძინა ივანიშვილი.

ჩვენ ვიხილეთ აღიარებითი ჩვენება, რომ მთლი ის სიგარეტის საგა, რომელიც თავის თავში სასამართლო პროცესებსაც მოითხოვს (ფილიპ მორისთან დავას, წაგებას, დარიცხვას… შემდეგ მთელ იმ სქემას, სადაც ჩხარტიშვილი და ა.შ. ხალხი მონაწილეობდა) მთლიანად მისგან იმართება და მისგან გამოდის.

ჩვენ ვიხილეთ ის, რომ ეს ადამიანი ჩართულია ყველანაირ დეტალში ასეთი კორუფციული გარიგებების და ამავდროულად არაფერზე, რაც სახელმწიფოს და ხალხს სჭირდება, პასუხისმგებლობას არ იღებს. ჩვენ ვნახეთ, რომ ის ჩართულია კვადრატული მეტრების ზომვაში საკუთარი ჩინოვნიკების სასახლეების და ამავდროულად არ იცის, როგორია სოციალური დახმარების სისტემა დღეს ქვეყანაში, ან ის, რომ მის მთავრობას მეოთხე წელია პენსია არ გაუზრდია.

ჩვენ ვხედავთ ძალიან შემაშინებელ მართვის სტრუქტურას, რომელსაც არაფერი აქვს დემოკრატიასთან და არანაირი კავშირი აქვს თავისუფლებასთან. ეს არის ჩვეულებრივი, მაფიოზური პახანური მმართველობა. ეს უნდა დავასრულოთ 28 ოქტომბერს,” – განაცხადა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიერმა დღევანდელ ბრიფინგზე.

ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, მისივე ინიციატივით, სამი ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის ტელეწამყვანებთან ინტერვიუ 23 ოქტომბერს ჰქონდა, რომელსაც თავად უძღვებოდა.

  • ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციებს ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი