ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილმა ბანკი “ქართუსგან” მილიონი ისესხა

9 ოქტომბერი, 2018 • 5659
სალომე ზურაბიშვილმა ბანკი “ქართუსგან” მილიონი ისესხა

სალომე ზურაბიშვილმა 1 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული “ქართუ” ბანკისგან კრედიტის სახით 1 000 000 ლარი მიიღო.

ინფორმაცია ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გაავრცელა, თუმცა დაწერა, რომ ეს “კომერციული ბანკი” იყო და არ მიუთითებია, რომ “ქართუ” ბანკზე იყო საუბარი.

“ნეტგაზეთმა” ინფორმაცია გადაამოწმა აუდიტის სამსახურის ანგარიშში, რომელიც 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. ამ დოკუმენტით დასტურდება მილიონიანი სესხის მიღება.

საარჩევნო კოდექის 56-ე მუხლის გათვალისწინებით, თუკი ზურაბიშვილი არჩევნებში ხმების 10%-ს ან მეტს დააგროვებს, მილიონ ლარს მიიღებს ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისათვის გაწეული ხარჯების დასაფარად.

მასალების გადაბეჭდვის წესი