ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ერთ-ერთი მსხვილი ტელევიზიის მფლობელი დააკავეს

8 ოქტომბერი, 2018 • 1571
სომხეთში ერთ-ერთი მსხვილი ტელევიზიის მფლობელი დააკავეს

სომხეთის ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურმა მსხვილი ბიზნესმენი და სომხეთის ერთ-ერთი ცნობილი ტელევიზია H2-ის მფლობელი, სამველ მაირაპეტიანი დააკავა.

მაირაპეტიანი სომხეთის ყოფილ პრეზიდენტთან, რობერტ ქოჩარიანთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა. რობერტ ქოჩარიანი კი ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ბრალდებულად ცნეს 2008 წლის მარტის აქციის დარბევისა და მომიტინგეებს დაღუპვის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეებში.

ოფიციალური ინფორმაციით, მაირაპეტიანის დაკავების მიზეზი შეეხება სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების საქმეს, რომელიც სავარაუდოდ შედგა მაღალჩინოსნებს, ეროვნული უსაფრთხოებისა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსებს, არტურ ვანეციანსა და სასუნ ხაჩატრიანს შორის, თუმცა კონკრეტულ ბრალდებაზე უწყებას განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

2018 წლის 11 სექტემბერს იუთუბის არხზე რამდენიმე სატელეფონო საუბრის მონტაჟი გავრცელდა. საუბარი სომხეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის [ორგანო, რომელიც თანამდებობის პირთა დანაშაულებებს იძიებს] ხელმძღვანელებს, არტურ ვანეციანსა და სასუნ ხაჩატრიანს შორის იმართებოდა. ჩანაწერში ორი მაღალჩინოსანი 2008 წლის პირველი მარტის აქციის დარბევის გახმაურებულ საქმეებს განიხილავდა.

ჩანაწერის გავრცელებაზე ორი საქმე აღიძრა – “საიდუმლო მიმოწერის, სატელეფონო, საფოსტო და სხვა ტიპის საუბრების მოსმენა”, განსაკუთრებული ღირებულების ინფორმაციის მოპოვების მიზნით კომპიუტერული ინფორმაციის არამართლზომიერი მოპოვება” და “თანამდებობის ბოროტად გამოყენება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი