ახალი ამბები

ოქტომბრის სამ დღეში სალომე ზურაბიშვილს 1 მლნ ლარი შესწირეს

4 ოქტომბერი, 2018 • 1320
ოქტომბრის სამ დღეში სალომე ზურაბიშვილს 1 მლნ ლარი შესწირეს

დამოუკიდებელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს “ქართული ოცნება” უჭერს, ოქტომბერის სამ დღეში შემოწირულობის სახით დაახლოებით 1 მლნ ლარი მიიღო (1 056 000). შემომწირველებს შორისაა თბილისის მერი. კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი შესწირა.

სექტემბერში მმართველი პარტიის რჩეულ კანდიდატს  შემომწირველთა უმრავლესობა 30 თეთრს ურიცხავდა. ზურაბიშვილისთვის 30 თეთრის შეწირვის საპროტესტო კამპანია მოქალაქეთა ჯგუფმა 14 სექტემბერს დაიწყო. ისინი ზურაბიშვილს თავის  ანგარიშზე 30 თეთრს ურიცხავდნენ, დანიშნულების გრაფაში კი, მათივე თქმით, წერდნენ: “ნუ ყიდი საქართველოს 30 ვერცხლად!”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი