ახალი ამბები

ეს არის ფარსი, შეურაცხმყოფელია, ამ თემაზე ვილაპარაკო – ლევან ყიფიანი სარდაფის ეპიზოდზე

3 ოქტომბერი, 2018 • 2310
ეს არის ფარსი, შეურაცხმყოფელია, ამ თემაზე ვილაპარაკო – ლევან ყიფიანი სარდაფის ეპიზოდზე

“ეს არის ფარსი. ეს არის შეურაცხმყოფელი, რომ მე ამ თემაზე ვილაპარაკო. ასეთი რამე არ ყოფილა”, – ასე უპასუხა სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა კითხვას იმის თაობაზე, ნამდვილად მოხდა თუ არა “სარდაფის ინციდენტი” და განხორციელდა თუ არა მის მიმართ ზეწოლა ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მხრიდან.

ყიფიანის თქმით, ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს იცნობს და ნორმალური ურთიერთობა აქვს.

“ომეგა ჯგუფის” მფლობელმა ზაზა ოქუაშვილმა ინტერვიუში, რომელიც 30 სექტემბერს “რუსთავი 2-ს” მისცა, განაცხადა, რომ 4 მილიონის გადახდა მას პირადად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მოსთხოვა.

ზაზა ოქუაშვილმა ასევე ისაუბრა სპორტის ყოფილ მინისტრზე ლევან ყიფიანზე, რომელიც მისი თქმით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ დასაჯა. “ჩააგდეს სარდაფში და მიაყენეს შეურაცხყოფა, კაცი თავის მოკვლას აპირებდა”, – ამბობს ოქუაშვილი.

ლევან ყიფიანის თქმით, ჩანაწერები მან და ზაზა ოქუაშვილმა დადგეს

მასალების გადაბეჭდვის წესი