ახალი ამბები

პოლიციამ “სუბოქსინის” შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

30 სექტემბერი, 2018 • 1349
პოლიციამ “სუბოქსინის” შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული პირი დააკავა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცავებმა ბრალდებულის ჩხრეკისას 35 აბი “სუბოქსინი” ნივთმტკიცებად ამოიღეს. ექსპერტიზა უკვე დანიშნულია.

გამოძიება განსაკუთრებით სსკ-ს 260-ე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი