თბილისის მე-3 ტრიენალე 1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე გაიმართება

2018 წლის 1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით იმართება თბილისის მე-3 ტრიენალე, რომლის მთავარი თემაა “ნება”.

ორგანიზატორები ხსნიან, რის გამო აირჩიეს წლევანდელი ტრიენალეს თემად “ნება”:

“ნება ერთი შეხედვით ეფემერული ფენომენი, ძირითადი ადამიანის ქმედების განმსაზღვრელი ფუნდამენტური ფაქტორია. ეს არის ძალიან ინდივიდუალური და ამავე დროს უნივერსალური ფენომენი, რომელიც ცვლილებებისა და ევოლუციური პროცესების განმსაზღვრელია. თბილისის მესამე საერთაშორისო ტრიენალე ნების, როგორც ფენომენის ასახვასა და რეფლექსიას მოახდენს ღონისძიების საექსპოზიციო პროგრამის ფარგლებში. პროგრამა მჭიდრო კავშირში იქნება სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ გეოპოლიტიკურ კონტექსტებთან მიმართებაში”.

ორგანიზატორების ცნობით, თბილისის ტრიენალე საერთაშორისო ბიენალეების ასოციაციის ასოცირებული წევრია (International Biennial Association (IBA), წელს კი მესამედ ჩატარების შემდეგ სრულუფლებიანი წევრის სტატუსი მიენიჭება.

“ეს ფაქტი მნიშვნელოვანია როგორც ქართული თანამედროვე სახელოვნებო სივრცისთვის, ასევე ქალაქის და ქვეყნის მსოფლიო პოზიციონირებისთვის”, წერია პრესრელიზში.

თბილისის ტრიენალე 3 წელიწადში ერთხელ ტარდება.

“2012 და 2015 წლებში ჩატარებული ღონისძიებების შემდეგ ტრიენალემ საერთაშორისო მასშტაბის კულტურული მოვლენის სახელი დაიმკვირდა, რაზეც მასში მონაწილე ბევრი ქვეყანა მეტყველებს. წლევანდელი პროგრამის ფარგლებში 30 მდე პროექტი განხორციელდება, რომელიც მოიცავს გამოფენას, ინსტალაციას, ვორქშოპს, პერფორმანსს”.

მონაწილეობენ არტისტები შემდეგი ქვეყნებიდან: აშშ, ავსტრია, ავსტრალია, გერმანია, ტაივანი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, შვედეთი, ჩილე, ფინეთი, იტალია და ა.შ.

გთავაზობთ ინფორმაციას ტრიენალეს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ:

1 ოქტომბერი
ტრიენალეს გახსნა/19:00

ანდრო სემეიკო/იუ-ჩენ ვანგ (საქართველო, ტაივანი, დიდი ბრიტანეთი)
პროექტი/პერფორმანსი – “Pan-toh Supra”
# ღვინის ქარხანა, ვ. პეტრიაშვილის 1, 0179

1 ოქტომბერი
ტრიენალეს გახსნა/21:00

ჯესი ვოგლერი/სარა ქოულსი/ვატო წერეთელი – Isthmus” (აშშ, საქართველო)

გრეგორი რუსო/ფელიპე დე ავილა – “ელექტროფიკაციის გეომეტრია” (საფრანგეთი, ფინეთი)

ლაურა არენა – “თბილისის ჩაკრების რუკა” (აშშ)

მაკა კილაძე “WoMan” (საქართველო)

ნინა სანაძე – “100 წლის მერე, 30 წლის შემდეგ” (ავსტრალია, საქართველო)

ფრეია ჰატენბერგერ – “მეტაფორული კიბე” (გერმანია)

როზა რეხშტაინერ (გერმანია)

ავნით სინგ (ინდოეთი)

არჩილ ბადრიაშვილი (საქართველო)
# პროპაგანდას სახელოსნოები – სტამბა, მ. კოსტავას 14, 0108

2 ოქტომბერი/19:00

ფრანც გრაფი/ნინუკა საკანდელიძე/დიმა დადიანი (ავსტრია, საქართველო)

ლესლი ჯონსონი/ჟოზეფინა პოში – “ენერგიის მეტამორფოზი”(შვედეთი, აშშ)
(მხარდამჭერი – შვედეთის საელჩო საქართველოში)

ანდრო სემეიკო/იუ-ჩენ ვანგ – “Pan-toh Supra” (საქართველო, ტაივანი, დიდი ბრიტანეთი)
# გალერეა არტარეა, დ. უზნაძის 51, 0102

3 ოქტომბერი/16:00

საგამოფენო სივრცე კლინგენტალი – “პანორამა, საკუთარი გადასახედიდან, შორს ხედვა”
# გალერეა ნექტარი, # ვ. ბოჭორიშვილის 88/10, 0160

https://www.facebook.com/events/340503266694657/

4 ოქტომბერი/19:00

ლესლი ჯონსონი/ჟოზეფინა პოში – “ენერგიის მეტამორფოზი” (შვედეთი, აშშ)
# ქ. გორი, ი. ჭავაჭავაძის ქ. 45/47
(მხარდამჭერი – შვედეთის საელჩო საქართველოში)

5 ოქტომბერი/19:00

გალერეა არსენალი/პოლონეთი
“რა შეიტყვე ფეისბუქით”

(ბოვნიკ, კუბა დობროვსკი, ზუზა გოლინსკა, მაურიცი გომულიცკი, კატაჟინა კოჟენეცკა, მაგდალენა ლაზარჩიკ, დომინიკა ოლშოვი, კაროლ რაჯიშევსკი, შიმონ როგინსკი, იანა შოსტაკ)

https://www.facebook.com/events/269067293930176/

(პროექტს ახორციელებს „გალერეა არსენალი“ პოლონეთის რესპუბლიკის კულტურის და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს დაფინანსებით)
# ლიტერატურის მუზეუმი, გ. ჭანტურიას 8, 0108

12 ოქტომბერი/19:00

ელენე ჩანტლაძე – “ქალაქში დინოზავრები დადიან”,
გალერეა ნექტარი, # ვ. ბოჭორიშვილის 88/10, 0160

17 ოქტომბერი/19:00

ვერონიკა ტრონსოკო – “სხვები” (ჩილე)

ოქტომბერში კიდევ დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

ნინო ჩუბინიშვილი/ჩუბიკა – “მე-5 ოთახი” (საქართველო)
# მელიქ აზარიანცის სახლი

ფაბრიციო კაროლა – “მშენებლობა ტრადიციული ნუბიური კომპასით” (იტალია)
# ბაკურციხის ეკო რეზიდენცია

კაროლინ ბაიერ – “მარტივი გადაწყვეტილებები შემოქმედებითი სივრცისთვის” (გერმანია)

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.