ახალი ამბებისამართალი

ვარშავა ბარი – ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილი ყულაბა მოგვპარეს

25 სექტემბერი, 2018 • 3253
ვარშავა ბარი – ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილი ყულაბა მოგვპარეს

თბილისში, ვარშავა ბარიდა, მოიპარეს ყულაბა, რომელიც განკუთვნილი იყო დასავლეთ საქართველოში არსებული პირველ ქალთა თავშესაფრისთვის. პოლიცია ამ დროისთვის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ამოწმებს.

ვარშავა ბარში ყულაბა დაახლოებით ერთი თვის წინ დადგეს დასავლეთ საქართველოში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და მათი ბავშვების დახმარების მიზნით.

“ჩვენ ვეხმარებით ქალებს და მათ ბავშვებს, რადგან მათ გაბედეს, დააღწიონ თავი ძალადობას. ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა მათ დასახმარებლად”, – წერია ყულაბის აღწერაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ თანხიანად ბარიდან მოიპარეს.

ვარშავა ბარის წარმომადგენელი, თამთა ჯოჯიშვილი ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა დასახმარებლად ტანსაცმელსა და სხვა ნივთებსაც აგროვებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. კოდექსის მიხედვით, აღნიშნული მუხლი 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი