ახალი ამბები

აშშ-ჩინეთის სატარიფო ომი მწვავდება — CNN

24 სექტემბერი, 2018 • 1352
აშშ-ჩინეთის სატარიფო ომი მწვავდება — CNN

CNN იუწყება, რომ სატარიფო ომი აშშ-სა და ჩინეთს შორის განსაკუთრებით გამძაფრდა 24 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ორი ეკონომიკური სუპერძალის მიერ ერთმანეთისთვის დაწესებული ტარიფები.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 10%-იანი ტარიფი დააწესა 200 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე. ეს გადაწყვეტილება ტრამპმა 17 სექტემბერს მიიღო, თუმცა დღეს შევიდა ძალაში. 2019 წლიდან იგეგმება ტარიფების 25%-მდე გაზრდა.

ჩინეთმა საპასუხოდ მაშინვე აამოქმედა 5-დან 10%-მდე ტარიფები 60 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციაზე.

CNN-ის ცნობით, ეს ნაბიჯები მსოფლიოს ორი უძლიერესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის მზარდ კონფლიქტში მნიშვნელოვანი ესკალაციაა.

გარეკანის ფოტო: ამერიკის ხმა (VOA)

მასალების გადაბეჭდვის წესი