ახალი ამბები

შვილს, რომელიც დედას 80 ლარს სძალავდა, 6 თვე შეუფარდეს — პროკურატურა

24 სექტემბერი, 2018 • 1099
შვილს, რომელიც დედას 80 ლარს სძალავდა, 6 თვე შეუფარდეს — პროკურატურა

მთავარი პროკურატურის 24 სექტემბრის განცხადების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ადამიანი, რომელიც დედას მოკვლით ემუქრებოდა, თუკი 80 ლარს არ მისცემდა.

სამართალდამცავებმა მამაკაცი 19 ივლისს დააკავეს და ოჯახის წევრის იძულების მუხლით წარუდგინეს ბრალი.

სასამართლომ მას 6-თვიანი პატიმრობა და 500-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი