მერკელი: ვერ ვხედავ საქართველოს ნატოში სწრაფ გაწევრებას

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში სწრაფი გაწევრების შესაძლებლობას ვერ ხედავს.

“მე ვერ ვხედავ საქართველოს ნატოში სწრაფ გაწევრებას. ჩვენ ვხედავთ, რა ვითარებაა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, სწორედ ამიტომ მაქვს ეს მოსაზრება. გერმანიის პოზიცია ასეთია და ასეთად დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ბოლო სამიტზე დამტკიცდა ნატო–საქართველოს პაკეტი. დღეს მე შევხვდები გერმანელ ჯარისკაცებს, რომლებიც წვრთნებში მონაწილეობდნენ ქართულ შეიარაღებულ ძალებთან ერთად. გერმანია და საქართველო ერთობლივად მოქმედებენ ავღანეთში, საქართველო მონაწილეობს ნატოს გარკვეულ სწავლებებში, საქართველო ნატოსა და ევროკავშირს ნელ-ნელა უკავშირდება”, – განაცხადა ანგელა მერკელმა თსუ–ში სტუდენტებთან შეხვედრის დროს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com