ქალი, რომელსაც პოლიციის მანქანა დაეჯახა, არ დაშავებულა – შსს

ხაშურში პოლიციის ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, აღნიშნულის შედეგად ქალი არ დაშავებულა.

შსს-ს ინფორმაცით, გამოძიება სსკ-ს 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

უწყების თქმით, ამ დროისთვის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რათა დადგინდეს პოლიციელთა ბრალეულობა, თუმცა, მათივე ინფორმაციით, ქალი გზას ქვეითისთვის არაგანკუთვნილ ადგილში კვეთდა.

ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ეჯახება პოლიციის ავტომობილი ქვეითს სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ხაშურში პოლიციის მანქანა ქვეითს დაეჯახა

ხაშურში პოლიციის მანქანა ქვეითს დაეჯახა. როგორც შსს-ში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად ქალი არ დაშავებულა.

ვრცლად: http://netgazeti.ge/news/298810/

წყარო: ფეისბუკ გვერდი – Welcome to Georgia

Posted by netgazeti.ge on Saturday, August 18, 2018

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან