2018 წლის მეორე კვარტალში ტურისტებმა 1.9 მილიარდი ლარი დახარჯეს -საქსტატი

საქსტატის ცნობით, 2018 წლის II კვარტალში საქართველოში უცხო ქვეყნის 2 მილიონი მოქალაქე შემოვიდა. მათგან 1.1 მილიონი ტურისტი იყო, რაც 20.4 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

საქსტატის ცნობით, საერთაშორისო ვიზიტორების 66% ტურისტები იყვნენ, ხოლო ექსკურსანტების წილმა 28.3 % შეადგინა, ვიზიტორების 5.7 % კი როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი იყო.

2018 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 276.6 ათასი ვიზიტორი, რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც მთლიანი ვიზიტორების 20.6 პროცენტს შეადგენს, მას მოსდევს აზერბაიჯანი და თურქეთი.

2018 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას საქართველოში შემოსულმა პირებმა, ჯამში, 1.9 მილიარდ ლარი დახარჯეს, რაც საქსტატის ცნობით, 31.5 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 15.5 %-ით გაიზარდა და 1 144.1 ლარი შეადგინა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com