ახალი ამბები

წალენჯიხაში კაცი ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა და გარდაიცვალა

13 აგვისტო, 2018 • 2328
წალენჯიხაში კაცი ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა და გარდაიცვალა

წალენჯიხაში 50 წლამდე კაცი ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა, რის შემდეგაც ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, დაღუპული ტრაქტორის მძღოლი იყო. შსს-ში არ აქვთ ინფორმაცია, კონკრეტულად რა სახის სამუშაოები მიმდინარეობდა უბედური შემთხვევისას.

გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული ნაწილი სამთო სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი